22:25 | 2020-04-26 ავტორი: Prime Time

COVID 19-ით ლატვიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

COVID 19-ით ლატვიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

გარდაცვლილი თელავის მკვიდრი, 52 წლის, გია გიორგაძეა.

 

მამაკაცი იანვრის თვეში, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრა და ამ ხნის განმავლობაში, სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა.

 

გია გიორგაძის ვირუსით გარდაცვალების ფაქტს, მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ.

 

გარდაცვლილის ვაჟის, დავით გიორგაძის ინფორმაციით, მამაკაცს ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რის გამოც ვირუსი ვეღარ გადაიტანა.

 

„გულის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ამ პრობლემების გამო, ვირუსი ვერ გადაიტანა. ჩვენ ვეკონტაქტებით საელჩოს და თუ გადმოსვენების ნებას მოგვცემენ, ჩამოვასვენებთ“ – განაცხადა გარდაცვლილის ვაჟმა.

 

ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, გიორგაძის ოჯახი საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს ელოდება.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X