fbpx
12:15 | 2020-04-29 ავტორი: თეონა ყაჭიური

COVID 19-ით ინფიცირებული რამდენი მძიმე პციენტი ჰყავს საქართველოს – ბოლო მონაცემები ყველა კლინიკიდან

COVID 19-ით ინფიცირებული რამდენი მძიმე პციენტი ჰყავს საქართველოს – ბოლო მონაცემები ყველა კლინიკიდან

29 აპრილის მონაცემებით საქართველოში კოვიდ ინფიცირებულია 517 ადამიანი. პაციენტები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ ცენტრში არიან გადანაწილებულები.

 

კლინიკის წარმომადგენლები პციენტების მდგომარეობის შესახებ განმარტებებს აკეთებენ.

 

როგორც იფნექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, ამ დროისთვის კობიდ ცენტრებში 349 პაციენტი მკურნალობს.

 

ინფექციური საავადმყოფო 

 

ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტი მკურნალობს.

 

უმეტესის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. ამ ეტაპზე 3 პაციენტი განიხილება, როგორ მძიმე პნევმონიით დაავადებული.

 

საავადმყოფოსი ისევ 11 მოზარდი იმყოფება.

 

ახალი ინფიცირებული შემთხვევიდან ერტი ინფექციურ საავადმყოფოშია მომზადებული.

 

ახალი ინფიცირებულებიდან ერთი თეთრიწყაროს შემთხვევაა, 3 საკარანტინე სივრციდან არის გადმოყვანილი.

 

„პირველად არის, როცა გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია, ჩემი სურვილი იქნება, ასე გაგრძელდეს“,- აღნიშნავს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია.

 

ბოჭორიშვილის კლინიკა 

 

ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში 69 პაციენტი იმყოფება, აქედან ვირუსი 59-ს აქვს დადასტურებული.

 

დღეს კლინიკას დაემატა 4 პაციენტი. ახალი შემთხვევების წყაროები ცნობილია, ისინი გადმოყვანილები არიან თეთრიწყაროდან, ორი კი თბილისის ცნობილი კლასტერია.

 

კლინიკაში სულ 10 მოზარდი მკურნალობს.

 

11 პაციენტი კვლავ საყურადღებო რჩება.

 

გუშინ კლინიკაში მოზარდი  გამოჯანმრთელდა და გაეწერა.

 

რაც შეეხება სასულიერო პირის მდგომარეობას, სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.

 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი 

 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამჟამად 44 პაციენტია მოთავსებული მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

 

პაციენტებს, რომლებსაც პათოლოგიები აღენიშნებათ, სომატურ კლინიკებში არიან გადაყვანილები, ხოლო ვისაც არ აღენიშნებათ, საკარანტინე ზონაში.

 

„გუშინ გაეწერა 38 პაციენტი და ამდენივე მივიღეთ. ტესტი დღეს დილით დაწყებულია საკარანტინე ზონაში გადაყვანილი პირველი ცვლის ადამანიანებთან. ტესტირება უტარდებათ როგორც პესრონალს, ასევე პაციენტებს. მედპერსონალი, ვინც ცვლაშია და ხვალ ჩაანაცვლებს, მათაც თავიდან ჩაუტარდებათ. ჩვენი პერსონალიდან საკარანტინე ზონაშია 27 ადამიანია“,-აცხადებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხი ბექაია.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა 

 

29 აპრილის მონაცემებით, კლინიკაში 106 ადამიანი რჩება, აქედან ინფიცირებულია 81.

 

დღეს კლინიკიდან 9 გამოჯანმრთელებული ადამიანი გაეწერება.

 

რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 8 პაციენტი.

 

ზოგადად, პაციენტების მდგომარეობის დინამიკა კლინიკაში დადებითია, რადგან დაავადების გართულება არ შეინიშნება.

 

„დღითიდღე ჩვენი კლინიკიდან გაწერილი პაციენტების რაოდენობა იზრდება, რაც ძალიან გვახარებს.

 

პაციენტების მდგომარეობის მხრივ დადებითი დინამიკა შეინიშნება, რადგან უარყოფითი კლინიკა არცერთ პაციენტთან არ ვლინდება“,- აღნიშნავს კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი.

 

მარინა ეზუგბაიამ საზოგადოებას სასიამოვნო ინფორმაცია გააცნო - ეს პირველად მოხდა!
2020-04-29მარინა ეზუგბაიამ საზოგადოებას სასიამოვნო ინფორმაცია გააცნო - ეს პირველად მოხდა!

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის რიცხვი 517-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე უკვე განახლდა.

 

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 168-ს შეადგენს.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5153 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3

ავტორი: თეონა ყაჭიური
X