08:46 | 2020-04-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

Covid-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში მალე მილიონს გადააჭარბებს – ჯანმო-ს ხელმძღვანელი

Covid-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში მალე მილიონს გადააჭარბებს – ჯანმო-ს ხელმძღვანელი

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში მალე მილიონს მიაღწევს. აქედან 47 235 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

 

ჯანმოს ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეიუსის თქმით, ინფიცირებულთა რიცხვი ერთ მილიონს რამდენიმე დღის განმავლობაში გადააჭარბებს. ამასთან იგი შეშფოთებულია ინფექციის სწრაფი ესკალაციისა და გლობალური გავრცელების გამო.

 

„პანდემიის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ მინდა განვაცხადო, რომ ღრმად შეშფოთებული ვარ ინფექციის სწრაფი ესკალაციისა და გლობალური გავრცელების გამო“, – განაცხადა ტედროს ადანომ.

 

მისი თქმით, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ მეტად გაიზარდა.

 

“ბოლო ხუთი კვირის მანძილზე Covid-19-ის შემთხვევების ექსპონენციალური ზრდის მომსწრეები გავხდით. მან თითქმის ყველა ქვეყანა და ტერიტორია მოიცვა. გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ მეტად გაიზარდა. სულ რამდენიმე დღეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მილიონს, დაღუპულთა კი – 50 000-ს მიაღწევს“, – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X