fbpx
12:23 | 2020-11-30 ავტორი: Prime Time

Covid 19 -ის შემდგომი გახანგრძლივებული ეფექტები და რეაბილიტაციის ასპექტები

Covid 19 -ის შემდგომი  გახანგრძლივებული ეფექტები და რეაბილიტაციის ასპექტები

გლობალური COVID 19  პანდემიის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, მეცნიერები, ექიმები და პაციენტები ამჩნევენ, რომ  მრავალი პაციენტისთვის, მათ შორის ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია არასოდეს დასჭირვებიათ, COVID-19-ს აღმოაჩნდა დღემდე უცნობი ე.წ. „მეორე აქტი“. ადამიანები, რომლებიც  წარმატებით გაუმკლავდნენ მწვავე COVID 19 სიმპტომებს, გამოჯანმრთელებიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ აღნიშნავენ ახალ ჩივილებს – მწვავე დაღლილობა, შემეცნებითი და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, გულის მუშაობის არაადექვატური სიხშირე, არარეგულარული გულისცემა, თავის ტკივილი, თავბრუ, არასტაბილური არტერიული წნევა და სხვ. ჩნდება ახალი ტერმინოლოგია „ქვემწვავე“ ან „პოსტმწვავე“  COVID 19. არის მოსაზრება, რომ ეს მეორე აქტი განისაზღვროს იმ შემთხვევაში თუ ჩივილები გრძლედება მწვავე COVID 19-დან 12 თვეზე მეტხანს და ატარებენ მულტისისტემურ ხასიათს).

 

სიმპტომების გახანგრძლივება, პირველ რიგში შემჩნეულია ხანდაზმულ პირებში და იმათ შორის ვისაც სერიოზული თანმდევი დაავადებები გააჩნიათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც ახალგაზრდა, სხვა მხრივ ჯანმრთელი პირები, არ არიან დაზღვეული დაავადების ე.წ. გახანგრძლივებული მიმდინარეობისგან. უახლოესი თვეების განმავლობაში ყველაზე ხშირად შეინიშნება (Long-Term Effects of COVID-19):

 

  • დაღლილობა;
  • ქოშინი;
  • ხველა;
  • სახსრების ტკივილი;
  • ტკივილი გულმკერდის არეში

 

უფრო ხანგრძლი დროის განმავლობაში კი:

  • კუნთების და თავის ტკივილი
  • გახშირებული გულისცემა
  • ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაქვეითება
  • პრობლემები დაკავშირებული მეხსიერებასთან, ყურადღების კონცენტრაციის და ძილის დარღვევები

COVID 19 გამოწვეული ორგანოთა დაზიანება

მიუხედავად იმისა, რომCOVID-19 ითვლება დაავადებად, რომელიც, პირველ რიგში, აზიანებს სასუნთქ სისტემას, მას შეუძლია დააზიანოს სხვა ორგანოებიც, მათ შორის:

 

  • გული – მაღალტექნოლოგიურმა გამოსახულებითმა კვლევებმა აჩვენა გულის კუნთის მყარი დაზიანება, ადამიანებშიაც კი, რომელთაც ჰქონდათ COVID-19- ის მსუბუქი სიმპტომები, დაავადებიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ. ეს გარემოება ზრდის ამ პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისბის განვითარების რისკს.
  • ფილტვები – პნევმონიის იმ ტიპს, რომელიც დამახასიათებელია COVID 19-სთვის, შეუძლია გამოიწვიოს ალვეოლების (ფილტვებში არსებული მცირე ჰაერით სავსე ტომრები) დაზიანება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. განვითარებულმა ნაწიბუროვანმა ცვლილებებმა კი, შიძლება გამოიწვიოს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები.
  • თავის ტვინი – ახალგაზრდა პირებშიც კი აღწერილია ინსულტის შემთხვევები, კურნჩვა და გარდამავალი დამბლა. არის მოსაზრება, რომCOVID 19 წამოადგენს სხვა სერიოზული ნევროლოგიური დაავადებების რისკსაც.

თრომბის წარმოქმნა და სისხლძარღვთა ქსელი

COVID-19 შეუძლია გამოიწვიოს სისხლის კოლტების გაჩენა სისხლარღვებში და რაც, თავის მხრივ, ხდება მიოკარდის ინფარქტის, თავის ტვინის ინსულტის მიზეზი. გულის, თავის ტვინის, ფილტვების, ღვიძლის, თირკმელების დაზიანების ერთერთ დაარც თუ ისე მეორე ხარისხოვან მიზეზს, ე.წ. წვრილი სისხლძარღვებში გაჩენილი წვრილი ტრომბები წარმოადგენენ.

 

გუნებ-განწყობა და გადაღლა

მრავალ ფაქტორს შეუძლია მოახდინოს გავლენა პაციენტთა გუნებ-განწყობაზე. ჯერ მარტო ხელოვნურ ვენტილაციაზე ყოფნის გამოცდილება, საკმაოდ დამთრგუნველად მოქმედებს ამ პროცედურაგავლილ ადამაინთა ფსიქიკურ სტატუსზე, გამოიწვიოს პოსტტრავმული სინდრომი, დეპრესია და შფოთვა.

 

ვინაიდან COVID 19 პაციენტებზე ხანგრძლივი დაკვირვების გამოცდილება ჯერ კიდევ მწირია, სპეციალისტები, არაიშვიათად ანზოგადოებენ რესპირატორული სინდრომის გამომწვევ სხვა ვირუსებით გამოწვეულ დაავადების მიმდინარეობას. ასე, მრავალ პაციენტს აღენიშნებოდათ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის აღმოცენება, რომელიც ხასიათდება უკიდურესი დაღლილობით ფიზიკური ან ინტელექტუალური შრომისას და ფიზიკური შესაძლებლობის აღდგენის დაბალი უნარით.

 

ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ მოახდინონ გავლენა აღდგენით პროცესზე (სტაციონარიდან გაწერის მომენტისთვის)(Sarah Toy, Sumathi Reddy, Daniela Hernandes. Wall Street Journa) :

 

  • გულსისხლძარღვთა, სასუნთქის სისტემის მდგომარეობა

ფილტვის არტერიის ტრომბოემბოლია

მიოკარდის ინფარქტი

კარდიომიოპათია

  • ფილტვის ფიბროზი
  • დეპრესია, შფოთვა, პოსტრ ტრავმული სტრესი, ფსიქოზი
  • ინტენსიური მკურნალობის შემდგომი სინდრომი, მათ შორის პოლინეიროპათია, მიოპათია და მათი კომბინაცია.
  • სხვა მოვლენები: ენცეფალოპათია, ცერებრო ვასკულური მოვლენები და ცერებრალური ჰიპოქსია, უკანა შექცევადი ენცეფალოპათია
  • ინსულტი
  • გაბრუება, რეაბილიტაციის ადრეულ სტადიაში
  • დაღლილობა, კუნთების ტკივილი
  • კოგნიტიური დარღვევები

 

რას უნდა მივაქციოთ ყურადრება:

გაქვთ თუ არა უნარი შეასრულოთ თქვენთვის ჩვეულ რეჟიმში?

  • პროფესიული საქმიანობა. თუ ვინმე მუშაობს, დაბრუნდა თუ არა სამუშაოზე სრული დროით?
  • ღონისძიებები დასვენებასთნ დაკავშირებით: მებაღეობა, კითხვა.
  • შოპინგი და სხვა, მათ შორის ავტომობილის მართვა
  • საყოფაცხოვრებო საქმიანობა, სამზარეულო, სახლის საქმე, რემონტი
  • კვება, უსაფრთხოდ ყლაპვა. შეამოწმეთ გემო დაღებულობთ თუ არასიამოვნებას კვების დროს.
  • რეცხვა, ჩაცმა, ტუალეტის გამოყენება, აბაზანა ან შხაპი
  • სახლში და გარეთ სიარული ფეხით თუ ტრანსპორტით სარგებლობა
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაცემის შემთვევების შესახებ
  • სოციალური ურთიერთობა – საუბარი, მოსმენა
  • თქვენი ურთიერთობების შენარჩუნება, მაგალითად, პარტნიორთან, ოჯახთან ან მეგობრებთან

 

ჯერ კიდევ, ბევრი რამ არ არის ცნობილი  COVID-19 ხანგრძლივი ეფექტების შესახებ,მათ შორის, მათი გამომწვევი მიზეზი თავად დაავადება, თუ საკუთრივ სამკურნალო ღონისძიებები, თუ ორივე ერთად, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ პოტენციურად არსებული ხანგრძლივი პრობლემები, კიდევ უფრო აქტუალურს ხდის იმის მნიშვნელობას, რომ მაქსიმალურად ავიცილოდ თავიდან ეს დაავადება და აქტიურად ვატაროთ ყველგან ნიღბები, დავიცვათ დისტანცია, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, დავიბანოთ ხელი. კლინიკები კი, მათ შორის ჩვენი, შესაძლებლობისამებრ ეცდებიან უზრუნველყონ დაავადებულ პირთა ხანგრძლივი მეთვალყურეობა და რეაბილიტაცია.

 

მეტად პერსეპტიულად მიგვაჩნია, ამ მხრივ, ჩვენი ქვეყნის კურორტული პოტენციალის გამოყენებაც.

 

ზურაბ ფაღავა – ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის, კარდიოპულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

R

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X