fbpx
21:09 | 2021-01-16 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Covid-19-ის საწინააღმდეგო პირველმა ვაქცინებმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება დაამარცხოს სხვა დაავადებებიც – უცხოური გამოცემა

Covid-19-ის საწინააღმდეგო პირველმა ვაქცინებმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება დაამარცხოს სხვა დაავადებებიც – უცხოური გამოცემა

უცხოური გავლენიანი გამოცემა დამაიმედებელ სტატიას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ უფრო ფართო გამოყენების შესახებ აქვეყნებს.

 

„პრაიმტაიმი” გთავაზობთ აღნიშნული სტატიიდან ამონარიდს:

 

Covid-19-ის საწინააღმდეგო პირველმა ვაქცინებმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება დაამარცხოს სხვა დაავადებები – კიბოთი დაწყებული, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით დამთავრებული. Moderna-ში, Pfizer-ში და BioNTech SE– ში გენეტიკური მასალებია გამოყენებული – სახელწოდებით RNA, რომელსაც ეფექტურად გარდაქმის სხეულის უჯრედები ვაქცინის „ქარხნებად“. ეს მიდგომა არასდროს ყოფილა გამოყენებული კლინიკური ექსპერიმენტების მიღმა და კორონავირუსის წინააღმდეგ მიღწეულმა შედეგებმა მეცნიერები გააკვირვა კიდეც.

 

„ახლა ჩვენ mRNA თერაპიული ხანის ასაკში შევდივართ”, – თქვა დერიკ როსიმ, ჰარვარდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ყოფილმა ბიოლოგმა, რომელიც მოდერნას შექმნაში მონაწილეობდა.

 

„გარკვეული თვალსაზრისით, გლობალური პანდემია შესანიშნავი საშუალება იყო ახალი ტექნოლოგიის განვითარებისთვის. ეს ტექნოლოგია უჯრედებს „ავალებს”, შექმნან ნებისმიერი ტიპის ცილები, გარდაქმნან ისინი წამლების ან ვაქცინების წარმოების პაწაწინა ხაზებად. კორონავირუსის ვაქცინაში ეს ხდება mRNA-ს შეცვლილი ფორმის გამოყენებით და ცხიმოვანი ნანონაწილაკებით დაფარვით.

 

როგორ მუშაობს mRNA ვაქცინები?

 

ვაქცინა ხელს უწყობს ჯანმრთელ უჯრედებში ვირუსული პროტეინების წარმოქმნას, რომლებიც ძლიერ იმუნურ რეაქციას ასტიმულირებენ”. – განაცხადა BioNTech– ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უგურ საჰინმა, რომელმაც კიბოს დაავადებების ტექნოლოგიის შესწავლა დაახლოებით ორი ათეული წლის წინ დაიწყო მეუღლესთან, იმუნოლოგ ოზლემ ტურეცითან ერთად.

 

საჰინის თქმით, კიბოს დარგმა შეიძლება იხილოს მისი პირველი მაცნე – RNA-ს დამტკიცება 2-3 წლის განმავლობაში.

 

თანდათან სულ უფრო დამაჯერებლად გამოიყურება მოსაზრება, რომ იარაღი, რომელსაც Covid19-ის წინააღმდეგ ვიყენებთ, შეძლებს უფრო მძიმე დაავადებების დამარცხებას, მათ შორის სიმსივნის, რომლითაც დედამიწაზე ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი კვდება.

 

Covid19-ის–ის საწინააღმდეგო ყველაზე წარმატებული ვაქცინები ნუკლეინის მჟავებს იყენებენ, რომლებსაც მატრიცულ რიბო ნუკლეინის მჟავებს ანუ mRNA –ს უწოდებენ.” – ნათქვამია სტატიაში.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X