22:39 | 2020-03-31 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ჩვეულებრივ სისხლის ანალიზს 50-მდე სახეობის კიბოს გამოვლენა შეუძლია – კვლევა

ჩვეულებრივ სისხლის ანალიზს 50-მდე სახეობის კიბოს გამოვლენა შეუძლია – კვლევა

სისხლის ჩვეულებრივ ანალიზს 99%-ის სიზუსტით შეუძლია კიბოს 50-მდე ტიპის დადგენა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სიმპტომები დაიწყებს გამოვლენას.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევას ჰარვარდის მედიცინის სკოლისა ლონდონის კოლეჯის მეცნიერები ერთობლივად ატარებდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

კვლევაში მონაწილეობას 6 ათასამდე ადამიანი იღებდა, რომელთა სისხლი მეცნიერებმა შეისწავლეს. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ასეთი ანალიზები საშუალებას მისცემენ ექიმებს ადრეულ სტადიაზე გამოავლინონ სიმსივნური უჯრედები, რათა მკურნალობა წარმატებული იყოს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ანალიზების 99%-ში ანალიზებმა კიბო გამოავლინა, ექსპერტებს სურთ, რომ ეს საკითხი კიდევ ერთხელ გადამოწმდეს, ამიტომ კვლევას აგრძელებენ.

 

აღსანიშნავია, რომ კლინიკურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ სისხლის ანალიზი ავლენს პროგრესირებად ონკოლოგიას უფრო კარგად, ვიდრე თავად დაავადების საწყისს.

 

როგორ მუშაობს ეს?

 

ანალიზი ქიმიური ცვლილების ნიშნებს ეძებს, რომელიც სისხლში, გენეტიკურ კოდში (დნმ) სიმსივნედან ხვდება. კვლევაში შედიოდა კიბოს 50 ტიპი, მათ  შორის სწორი ნაწლავის კიბო, პროსტატისა და ფილტვების.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები