20:37 | 2020-03-20 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ჩვენთანაც იქნება ის დრო, როცა კორონავირუსიანი ავადმყოფები სახლის რეჟიმში იქნებიან – პაატა იმნაძე

ჩვენთანაც იქნება ის დრო, როცა კორონავირუსიან ავადმყოფებს ექიმთან სატელეფონო კონსულტაცია ექნებათ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენთანაც იქნება ის დრო, როცა კორონავირუსიანი ავადმყოფები, რომლებიც სახლის რეჟიმში იქნებიან და თავიანთ ექიმებთან ექნებათ სატელეფონო კონსულტაციები.

 

სხვათაშორის საგარეო საქმეთა სამინისტროში ექიმი დავსვით, იმისათვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ევროპაში არიან და რომლებსაც იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ ექიმთან კონსულტაცია ჰქონდეთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 44 შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში 1925 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271.

 

საქართველოში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი 16 მარტს გამოჯანმრთელდა. 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი ისევ გაიზარდა
2020-03-20საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი ისევ გაიზარდა
ავტორი: ალექსი ქამადაძე

დატოვე კომენტარი