11:50 | 2020-03-25 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ჩვენთან ვირუსი სტიქაროსანს დაუდგინდა… შევზღუდეთ მსახურებები – მეუფე საბა

ჩვენთან ვირუსი სტიქაროსანს დაუდგინდა… შევზღუდეთ მსახურებები – მეუფე საბა

ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე საბა აცხადებს, რომ მათ ერთ-ერთ სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

 

„არ მინდა პანიკა შეიქმნას, მაგრამ ჩვენთან ერთ-ერთ სტიქაროსანსაც დაუდგინდა ვირუსი, ამიტომ შევზღუდეთ ჩვენ მსახურებები, რადგან არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, ვინ იქნება ხვალ იმ რიგებში, რომელსაც ეს ვირუსი შეხვდება. შესაძლებელია, რომ მე ვარ, ან სხვა ადამიანი, ამიტომ ერთმანეთი უნდა დავიცვათ და დღეს ყველაზე მთავარი მოწოდება რაც არის, დარჩით სახლში, სახლიდან ვილოცოთ, მოვეფეროთ ჩვენი ოჯახის წევრებს. ამ ვირუსმა ესეც მოგვცა, რომ ოჯახები, ადამიანები ერთმანეთს ვერ ხვდებოდნენ სახლებში და ახლა ერთად ცხოვრობენ, სხვა შეხედულებები გაუჩნდათ, ფიქრობენ სხვა ღირებულებებზე, რაც შეიძლება დავიწყებული ჰქონდა გარკვეულწილად ადამიანს“

მეუფე საბა

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

 

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 ადამიანი იმყოფება.

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ.

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X