00:40 | 2020-07-22 ავტორი: Prime Time

ჩვენს ცხოვრებაში და პოლიტიკაში, ქალს აქვს განსაკუთრებული როლი – კალაძე

ჩვენს ცხოვრებაში და პოლიტიკაში, ქალს აქვს განსაკუთრებული როლი – კალაძე

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე გამოეხმაურა კრიტიკას იმაზე, რომ მისი პარტიის მაჟორიტარ კანდიდატებს შორის 30-დან მხოლოდ ერთია ქალი.

 

მისი თქმით, ქალბატონებს განსაკუთრებული ადგილი აქვთ მამაკაცების ცხოვრებაში და პოლიტიკაში.

 

“ქალბატონების როლი ზოგადად პოლიტიკაში და ჩვენს ცხოვრებაში, მამაკაცები ვართ ქალს აქვს განსაკუთრებული როლი, განსაკუთრებული ადგილი და ასევე, ჩვენ მომდევნო 2020 წლის პარლამენტში ძალიან ბევრ წარმატებულ, ნიჭიერ კანდიდატს ვიხილავთ ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა კალაძემ.

 

20 ივლისს ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების სიაში ძირითადად მოხვდნენ ოცნების ძველი სახეები, მათ შორის ქალი მხოლოდ ერთია.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X