23:36 | 2020-03-24 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ჩვენს თანამშრომელს აღმოაჩნდა კორონავირუსი – კლინიკა „მედკაპიტალის“ ექიმი

„პრაიმტაიმს“ „მედკაპიტალში“ დაუდასტურეს, რომ მათი თანამშრომელი, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-დან ჩამოვიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

მედპერსონალის თქმით, ამერიკიდან ჩამოსული ექიმი სამსახურში ერთი დღით მივიდა და მას შემდეგ აღარ მისულა.

 

მისივე თქმით, კლინიკაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

 

„ერთ-ერთ ჩვენს თანამშრომელს, რომელიც ორი კვირის წინ ამერიკაში იყო, კორონავირუსი აღმოაჩნდა. ეს იყო 9 მარტს. ერთი დღე კი იყო სამსახურში მოსული, მაგრამ მას შემდეგ ორი კვირა გავიდა. გვითხრეს, თქვენ არაფერი არ გჭირდებათო. პოლიკლინიკა დიდი ხანია მორიგეობაზეა გადასული. ყოველ დღე თითო ექიმი მორიგეობს.“ – გვითხრა ექიმმა.

 

შეგახსენებთ, ვირუსით დაინფიცირება აშშ-ს მოგზაურობას უკავშირდება. ექიმი, რომელიც ამერიკიდან დაბრუნდა, ორ დღეში სამსახურში მივიდა და პაციენტებს მთელი დღის განმავლობაში იღებდა.

 

კლინიკა „მედკაპიტალისექოსკოპისტს შეხება ჰქონდა ამავე კლინიკის 140-მდე თანამშრომელთან.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები