19:05 | 2020-09-18 ავტორი: Prime Time

ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან აღდგება, აეწყობა!.. – ლავროვი თიკა კანდელაკის გადაცემაში ქართველ პოლიტიკოსებზე

ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან აღდგება, აეწყობა!.. – ლავროვი თიკა კანდელაკის გადაცემაში ქართველ პოლიტიკოსებზე

დარწმუნებული ვარ, რომ . ჩვენ ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას მხარს უჭერენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია RTVI-ს ეთერში, თინა კანდელაკთან ინტერვიუში განაცხადა.

 

ლავროვი ამბობს, რომ შერცხვენილნი დარჩებიან ის პროვოკატორები რომლებიც ცდილობენ საქართველოს არ მისცენ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების რელსებზე დაბრუნების შესაძლებლობა.

 

„შოკში ვარ“ - რუსი არტისტი თბილისის „ლოკომოტივის“ მოგებამ აღაშფოთა
2020-09-18„შოკში ვარ“ - რუსი არტისტი თბილისის „ლოკომოტივის“ მოგებამ აღაშფოთა

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან აღდგება, აეწყობა. ჩვენ ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას მხარს უჭერენ. ჯერჯერობით ისინი პატარა პარტიების სახით არიან მმართველ ელიტაში. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ჩვენი ტრადიციული ისტორიული სიახლოვე, ჩვენი ხალხების ურთიერთლტოლვა გაიმარჯვებს. ის პროვოკატორები კი, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს ნორმალურ გზაზე დაბრუნებას, შერცხვენილნი იქნებიან“, – განაცხადა ლავროვმა.

 

ლავროვმა 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ არმიას წვრთნიდნენ: „ამერიკელებმა შესანიშნავად იცოდნენ მიხეილ სააკაშვილის თავშეუკავებლობა, რომელმაც ყველა შეთანხმება ფეხქვეშ გათელა და დანაშაულებრივი ბრძანება გასცა“.

 

„ქართველი ხალხი ბრძენი ხალხია. მათ ცხოვრება უყვართ, შეიძლება იმავენაირად და იგივე გამოვლენებით, როგორც რუსეთის ფედერაციის ხალხებს. [მჯერა, რომ] გადავლახავთ ამჟამინდელ ანომალიურ სიტუაციას და ჩვენს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ნორმალურ ურთიერთობებს აღვადგენთ“, – ამბობს ლავროვი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები