21:33 | 2020-04-21 ავტორი: Prime Time

ჩვენი უბნის ეს საყვარელი ბებო დღეს პატრულმა მოგვიყვანა – ვიდეო

ჩვენი უბნის ეს საყვარელი ბებო დღეს პატრულმა მოგვიყვანა – ვიდეო

თბილისში მცხოვრები მოხუცი ქალი, რომელიც საავტომობილო მოძრაობის აკრძალვის შემდეგ ქუჩაში გადაადგილდებოდა შინ პატრულმა მიიყვანა.

 

მოხუცის მეზობელმა „პრაიმტაიმს“ მიაწოდა მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს , როგორ გადმოჰყავთ ასაკოვანი ქალბატონი პატრულის მანქანიდან.

 

პატრულ ინსპექტორი მას პირბადეს აძლევს და სახლამდე აცილებს.

 

„აი ასე… ჩვენი უბნის საყვარელო ბებო დღეს პატრულმა მოგვიყვანა სახლში… გარეთ გასულა, სახლიდან საკმაოდ მოშორებით. დაღლილი სკვერში ჩამომჯდარა. პატრულს შეუნიშნავს, მანქანაში ჩაისვეს და სახლში მოიყვანეს. პირაბდეც მისცეს. ნამდვილად მადლობას იმსახურებს პოლიცია ასეთი თანადგომისთვის და ადამიანობისთვის. გიგზავნით ვიდეოს და თუ საჭიროდ ჩათვლით გამოაქვეყნეთ“, – გვწერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები