18:51 | 2020-05-26 ავტორი: Prime Time

ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია… ეს უპირველესი სატკივარია – მეუფე შიო

ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია… ეს უპირველესი სატკივარია – მეუფე შიო

თავისუფლება ეს არის საშუალება იმისა, რომ თავისუფლად შეძლოს ადამიანმა ღმერთის მსახურება და ღმერთის საქმის აღსრულბა – აღნიშნა მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში დღევანდელი ქადაგებისას.

 

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია.

 

ეს ალბათ ყველა პატრიოტი ქართველის უპირველესი სატკივარია. უფალმა ინებოს, რომ ჩვენ ყველანი მოვესწროთ ჩვენი ქვეყნის განმთლიანებას და ჭეშმარიტ თავისუფლებას.

 

როგორც გარეგნულ, ასევე შინაგან თავისუფლებას“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X