fbpx
19:34 | 2020-08-18 ავტორი: Prime Time

ჩვენი მიზანი ხალხის ციხეში გაშვება არ არის – ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატი ექიმების აქციას ეხმაურება

ჩვენი მიზანი ხალხის ციხეში გაშვება არ არის – ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატი ექიმების აქციას ეხმაურება

ჯანდაცვის სამინისტროსთან სხვდასხვა კლინიკის წარმომადგენლების მიერ გამართულ აქციას ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატი გამოეხმაურა.

 

“ჩვენი აპრიორი არ არის ხალხის ციხეში გაშვება, ჩვენი აპრიორი არის პაციენტის მიმართ რაიმე შედეგი დადგეს.

 

ვინ არიან ექიმები, რომლებიც თაღლითობის ბრალდებით დააკავეს - კომაში ჩავარდნილი გოგონას საქმე
2020-08-05ვინ არიან ექიმები, რომლებიც თაღლითობის ბრალდებით დააკავეს - კომაში ჩავარდნილი გოგონას საქმე

 

ეს არის ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ და მხოლოდ. დანარჩენს გადაწყვეტს მართლმსაჯულება, გადაწყვეტს სასამართლო და საგამოძიებო უწყება, რომლის საქმეზეც მიმდინარეობს გამოძიება.

 

9 თვეა გასული, რაც ექსპერტიზა დანიშნულია, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიგვიღია ამ ექსპერტიზასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანმა.

 

უფლებადამცველი აცხადებს, რომ ექიმებს შეკრებისა და ბრალდებულების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა შეუძლიათ, თუმცა ახლა მთავარია, ახალგაზრდა ქალის მიმართ რაიმე შედეგი დადგეს, რომელიც თითქმის 2 წელია კომაში იმყოფება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X