fbpx
15:13 | 2020-10-15 ავტორი: თამთა თორდია

ჩვენი ეკონომიკა ამას უკვე ვეღარ გადაიტანს – გიორგი გახარია 

ჩვენი ეკონომიკა ამას უკვე ვეღარ გადაიტანს – გიორგი გახარია 

დღეს ჩვენი ეკონომიკა ამას უკვე ვეღარ გადაიტანს – ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, აუცილებელია ყველას გვესმოდეს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა.

 

„დღეს ჩვენი ეკონომიკა ამას უკვე ვეღარ გადაიტანს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ქვეყანაში წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება – ეს არის პატრიოტიზმი. ეს არის პატრიოტიზმი, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მისცემს საშუალებას, დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა და რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა.

 

მჯერა, რომ ყველა ერთად ამ გამოწვევასაც დავძლევთ. გავუფრთხილდეთ ჩვენს მოხუცებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

 

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X