19:01 | 2020-07-13 ავტორი: Prime Time

ჩვენ სტუდენტობიდან ვმეგობრობთ, კურსელები ვართ – გედევან ფოფხაძე მირიან ნიკოლაძესთან კავშირზე 

ჩვენ სტუდენტობიდან ვმეგობრობთ, კურსელები ვართ – გედევან ფოფხაძე მირიან ნიკოლაძესთან კავშირზე 

რა აკავშირებთ ერთმანეთთან გედევან ფოფხაძესა და მირიან ნიკოლაძეს და როგორ მოხვდა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძა პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსში“?!

ყველამ გამოვიარეთ ძნელი პერიოდი, როცა გვიჭირდა და დღე-ღამეს ვასწორებდით - რას იხსენებს თენგიზ ცერცვაძე
2020-07-08ყველამ გამოვიარეთ ძნელი პერიოდი, როცა გვიჭირდა და დღე-ღამეს ვასწორებდით - რას იხსენებს თენგიზ ცერცვაძე

 

როგორც პრაიმტაიმმა გაარკვია, პარლამენტის მოქმედი დეპუტატს, გედევან ფოფხაძესა და მირიან ნიკოლაძეს ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.

 

როგორც ფოფხაძემ სააგენტოსთან განაცხადა, ისინი ერთმანეთთან სტუდენტობიდან მეგობრობენ.

 

„ჩვენ ვართ კურსელები. იურიდიული ფაკულტეტი გვაქვს დამთავრებული. ჩვენ სტუდენტობიდან ვმეგობრობთ. მან 2004 წელს პროკურატურა დატოვა. მერე ის ოპოზიციაში იყო, თუმცა მას არანაირი პერსონალური პოლიტიკური ამბიციები არ ჰქონია.

 

ოპოზიციის გვერდით უანგაროდ შრომობდა. ჩვენ მეგობრობა არ შეგვიწყვეტია, ამ პარტიას, როცა ვაფუძნებდით, ერთად დავგეგმეთ რაღაცები და პოლიტსაბჭოს წევრები ავირჩიეთ“- განაცხადა ფოფხაძემ.

 

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა მირიან ნიკოლაძის განცხადებას, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, ფოფხაძე გვპასუხობს:

 

„ის მაჟორიტარობას არასდროს გეგმავდა, მაგრამ რაღაც ფორმით არჩევნებში რომ მიიღებს მონაწილეობას, ეს ცხადია. როცა პოლიტიკური პარტიის წევრი ხარ, საარჩევნო პროცესში ერთვები. ასეთი განცხადება მაინც არ არის მიზანშეწონილი, რადგან შეიძლება, გარემოებები შეიცვალოს და საჭირო გახდეს  მისი არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ პრინციპიდან – ვინ გვინდა პარლამენტში, კვალიფიციური იურისტი პარლამენტში გვინდა“,- განაცხადა ფოფხაძემ.

 

-მირიან ნიკოლაძე თქვენი პარტიის პროპორციულ სიაში იქნება?

 

-ამას წინასწარ ვერ გეტყვით. ჯერ სიის შემადგენლობა არ გარკვეულა.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X