17:20 | 2021-08-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ჩვენ მოვწამლეთ ხალხი, კორონა არ არსებობს, არაფერი გვემუქრება… ეს უნდა შევინანოთ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჩვენ მოვწამლეთ ხალხი, კორონა არ არსებობს, არაფერი გვემუქრება… ეს უნდა შევინანოთ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

„ჩვენ მოვწამლეთ ხალხი, რომ კორონა არ არსებობს, რომ არაფერი დაგვემართება…ეს უნდა შევინანოთ“ – ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძე ქადაგებისას ისაუბრა.

 

საქართველოს საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს
2021-08-18საქართველოს საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს

 

„ჩვენ თუ ხალხი მოვწამლეთ კორონა არ არსებობს, პანდემია ცრუ პანდემიაა და ეს ყველაფერი კონსპირაციული თეორიებია. მღვდელი როგორ უნდა აყვეს კონსპირაციულ თეორიებს. მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით, როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება ღვთის განგებით ჩვენი თავიდან.

 

ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ყველაზე მაგრები ვართ, ამიტომ ჩვენ არაფერი არ გვემუქრება. ეს იყო ყველაზე საშინელება, ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ, ხალხს ბოდიში უნდა მოვუხადოთ“, – თქვა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

 

ცნობისთვის, დეკანოზის ეს ქადაგება 2020 წლის 21 დეკემბრით თარიღდება. 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X

error: Content is protected !!