15:14 | 2021-06-09 ავტორი: თეონა ყაჭიური

ჩვენ ყველაფრისთვის ღია ვართ, კითხვები ჩნდება და ჩვენ ვცემთ პასუხს – საპატრიარქოს წარმომადგენელი ნინოწმინდის მოვლენებზე 

ჩვენ ყველაფრისთვის ღია ვართ, კითხვები ჩნდება და ჩვენ ვცემთ პასუხს – საპატრიარქოს წარმომადგენელი ნინოწმინდის მოვლენებზე 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ახალგაზრდებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, მამა გიორგი ფირცხელანი ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ თუ რაიმე დანაშაული არსებობს, ყველაფერი გამოძიებული უნდა იყოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მამა გიორგი ფირცხელანი ამბობს, რომ  საპატრიარქო ყოველთვის ღია იყო ყველასთვის, თუმცა არ პასუხობს კითხვას, რატომ არ უშვებდნენ ამდენი ხნის განმავლობაში სახალხო დამცველს პანსიონში.

 

„ჩვენ ყველაფრისთვის ღია ვართ, თუ რამე დანაშაული არსებობს გამოძიებული უნდა იქნეს და დამნაშავე დასჯილი უნდა იყოს.

 

მსგავსი ბავშთა სახლები ყოველთვის ღია არის ამ ურთიერთობისთვის, მუშაობენ სახელმწიფოს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები ბავშვებთან, ვიცით, რომ ამ ბავშვებს წვდომა აქვთ სოციალურ ქსელთან და დებენ ვიდეოებს.

 

მეორე ბრალდებაც არის, რომ ძალადობას აქვს ადგილი. არც ერთი სასულიერო პირის მიმართ მსგავსი ბრალდება წაყენებული არ არის. კითხვები ჩნდება და ჩვენ ვცემთ მათ პასუხს“,- განაცხადა მამა გიორგი ფირცხელანმა.

 

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარებზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მათ პოლიციას ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდონ.

 

ცნობისთვის, პანსიონი ბავშვების ნაწილმა უკვე დატოვა. ამ დროისთვის ბავშვთა სახლში 29 აღსაზრდელი იმყოფება.

 

დაგაინტერესებთ:

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X

error: Content is protected !!