10:46 | 2020-03-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს! – საქართველოში უკვე 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს! –  საქართველოში უკვე 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

„გუშინ მეათე პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ 42 (ინფექციურში სწორედ ამდენი პაციენტია – რედ.) დადასტურებული შემთხვევიდან, უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ათივემ კლინიკა ეტაპობრივად დატოვა მიღებული პასუხის შესაბამის დღეებში. ამ ეტაპზე, 42 პაციენტიდან, 32 განაგრძობს ჩვენთან მკურნალობას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

25 მარტის მონაცენებით, საქართველოში ინფიცირებულია 73 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 10 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები