fbpx
18:17 | 2020-10-11 ავტორი: Prime Time

„ჩვენ გპირდებით, რომ გლეხის შრომა დაფასდება და 31 ოქტომბერს მათი ხმა გაიმარჯვებს” – გიორგი ვაშაძე

„ჩვენ გპირდებით, რომ გლეხის შრომა დაფასდება და 31 ოქტომბერს მათი ხმა გაიმარჯვებს” – გიორგი ვაშაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საშინელი შიმშილი და სიღარიბეა სოფლებში და გლეხის შრომა არ ფასდება. მისივე თქმით, მათ დასახმარებლად მილიარდები გამოყო პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და გლეხამდე ერთი თეთრიც არ მისულა.
„სტრატეგია აღმაშენებლის” პრემიერობის კანდიდატი აქცენტს კახელი გლეხების ძირითად შემოსავალზეც აკეთებს და ყურძნის დაბალ ფასზე მიანიშნებს, რის გამოც გლეხი უბრალოდ აღარ იღებს მოსავალს, რადგან მათთვის აზრი აღარ აქვს. ვაშაძეს მიაჩნია რომ ეს უმოქმედობა და სიღარიბე უნდა დასრულდეს და 31 ოქტომბერს ხალხის ხმამ უნდა გაიმარჯვოს.
„საშინელი შიმშილი და სიღარიბეა ქვეყანაში, განსაკუთრებით სოფლად, სიღარიბე იგრძნობა ხალხში, გლეხის შრომა არ ფასდება. მილიარდები გამოიყო პარტნიორი ორგანიზაციებიდან მათ დასახმარებლად და გლეხამდე თეთრიც არ მისულა. ყურძნის ფასი 80 თეთრია და გლეხები უბრალოდ აღარ კრეფენ მოსალავს, რადგან აზრი აღარ აქვს.80 თეთრად ოჯახში რაღაცა ხომ უნდა მიიტანოს. ჩვენი პირობაა, რომ გლეხის შრომა დაფასდება, აი ეს უნდა გავაკეთოთ.
დღე და ღამე მუშაობენ, საკუთარი ხელებით შრომობენ, დიდი სურვილი აქვთ მოსავალი მიიღონ და ოჯახი ამით არჩინონ, რათა შიმშილის პრობლემა არ ჰქონდეს ზამთარში. მაგრამ უმოქმედოთ არიან, ზამთარი როგორ უნდა გადაიტანონ ამ ხალხნა? დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს ხალხის ხმა გაიმარჯვებს და ეს სიღარიბე დასრულდება !” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
R
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X