23:47 | 2020-04-03 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ჩვენ დასაწყისში დავარღვიეთ ჯანმო-ს რეკომენდაციები“ – თენგიზ ცერცვაძე ქართული მეთოდის წარმატების საიდუმლოზე

„ჩვენ დასაწყისში დავარღვიეთ ჯანმო-ს რეკომენდაციები“ – თენგიზ ცერცვაძე ქართული მეთოდის წარმატების საიდუმლოზე

„ჩვენ დასაწყისში დავარღვიეთ ჯანმო-ს რეკომენდაციები“ – თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსთან ბრძოლის ქართული მეთოდის წარმატების საიდუმლოზე „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს.

 

„ეპიდემიის დაწყების პირველი დღიდან ყველა საპასუხო ღონისძიება ეპიდემიის ყველა ეტაპზე გადადგმული იყო დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად. ამან განაპირობა წარმატება.

 

​ბევრს არ სჯერა, რა განვითარების სტადიაზეა ევროპის ქვეყნები და რა ეტაპზე საქართველო, დაუჯერებლად მიაჩნიათ, როგორ, თქვენ დროულად გადადგით რაღაც ნაბიჯები და სხვამ არ გადადგა, რატომ ?! ამას ვერ გეტყვით, ზოგმა საფრთხე სათანადოდ არ შეაფასა, არ ჩათვალა რომ ეს ასეთ მასშტაბებს მიიღებდა.

 

„ჩვენ დასაწყისში დავარღვიეთ ჯანმო-ს რეკომენდაციები, რომლითაც მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობდა

 

და ამბობდა, რომ გამოკვლევა მხოლოდ იმ პაციენტებს ჩასტარებოდა, რომლებიც ძალიან მკაფიოდ იყო განსაზღვრული, ჯდებოდა შესაბამისი შემთხვევის განსაზღვრებაში.

 

რომელსაც ჰქონდა მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექცია და ჩამოთვლილი იყო ტემპერატურა 38 გრადუსი ან მეტი, მერე ხველა და ა.შ. მერე რისკის ფაქტორები.

 

ჩვენ პირველივე დღეებიდან ეს ამოვიღეთ და ეს ერთ-ერთი წარმატებული მომენტი იყო, რაც სხვა ქვეყნებმა არ გააკეთეს – ის პირობა, რომ გამოკვლევები ჩასტარებოდა მხოლოდ მათ, ვისაც 38 და მეტი გრადუსი ჰქონდა ტემპერატურა. ჩვენ დავწერეთ ცხელებით, ან ცხელების გარეშე.

 

ჩვენ მუდმივად ვაკვირდებოდით, ვაანალიზებდით ყველა ერთეულ შემთხვევას ჯერ კიდევ ჩინეთში და შემდეგ სხვაგან.

 

ვხედავდით, რომ მათ არ ჰქონდათ ცხელება და სიმპტომები.

 

სხვებმა ამაზე დროული რეაგირება არ მოახდინეს, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასე დაადგინა, ჩვენ უნდა შევასრულოთ.

 

ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა კონსერვატიული ორგანიზაციაა. სწრაფ რეაგირებას არ აკეთებს. მთელი ბიუროკრატიის გავლა უნდათ, რომ გადაწყვეტილება შეეცვალათ.

 

მე ჩვენი 120-მდე შემთხვევიდან დავითვალე, იმ კრიტერიუმით, რომ 38 გრადუსი უნდა ჰქონოდათ ტემპერატურა, 1/3-ზე ნაკლები დიაგნოზი იქნებოდა დასმული.

 

2/3 ვერ დაისმეოდა, ისინი საზოგადოებაში შეერეოდნენ, თან შედარებით მსუბუქები და მატ საზოგადოება არ მოერიდებოდა, არც ისინი -საზოგადოებას, ჩვენ ახლა ყველა ვერიდებით ერთმანეთს“, – განმარტავს ცერცვაძე.

 

ბოლო მონაცემებით, კი საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 155 ადამიანია. 

 

კარანტინის რეჟიმში 5526 პაციენტი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 იმყოფება.

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X