15:48 | 2021-10-21 ავტორი: Prime Time

ჩუღურეთის რაიონში, ნორიოს აღმართი N54-ში, ახალი, ორდონიანი სკვერი მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, ნორიოს აღმართი N54-ში, ახალი, ორდონიანი სკვერი მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, ნორიოს აღმართი N54-ში, ახალი, ორდონიანი სკვერი მოეწყო. აღნიშნული ტერიტორია, ათეული წლების განმავლობაში, მოუწესრიგებელი და დაბინძურებული იყო. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ინიციატივით, 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რაიონს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა.

 

პროექტის ფარგლებში, მოეწყო განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი ფილებით მოპირკეთდა, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო გასართობი ზონა, საპარკე ავეჯი და სავარჯიშო ტრენაჟორი. ასევე, დაირგო ხე-მცენარეები და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა.

 

დასრულებული სამუშაოები თბილისის საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის არჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩიკვილაძემ, რაიონის პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და პარლამენტის დეპუტატმა რიმა ბერაძემ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.

 

სამუშაოები, რომლის ღირებულება 253. 962 ლარია, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა.

 

 

(NS)

ავტორი: Prime Time

X