17:10 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

ჩუღურეთის რაიონში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, დგებუაძის N10-ში, მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო.

მიმდინარე პროექტი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ლადო ძნელაძესთან ერთად დაათვალიერა.

 


პროექტის ფარგლებში, განათების სისტემა მოეწყო, საფეხმავლო ბილიკი ფილებით მოპირკეთდა, ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ზონა და საპარკე ავეჯი განთავსდა. ასევე, დაიგო საპარკე გაზონი და ხე-მცენარეები, ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა.

თეთრიწყაროში მოსახლეობის სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგების მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს
2020-09-13თეთრიწყაროში მოსახლეობის სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგების მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს


„აღნიშნული ტერიტორია, წლების მანძილზე მიტოვებული იყო. მოსახლეობის აქტიურობითა და ჩვენი ჩართულობით, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელად ქცეული ადგილი ახლა ბავშვებისთვის საყვარელ პარკად ვაქციეთ. ჩვენი პრიორიტეტი რაიონში მეტი რეკრეაციული, მწვანე სივრცის შექმნაა“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.


სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 80,000 ლარია.

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

X