20:27 | 2020-09-19 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ჩრდილოეთ იტალიაში მოსწავლეებს და მშობლებს კორონავირუსზე ტესტირებას აფთიაქებში უფასოდ ჩაუტარებენ

ჩრდილოეთ იტალიაში მოსწავლეებს და მშობლებს კორონავირუსზე ტესტირებას აფთიაქებში უფასოდ ჩაუტარებენ

ჩრდილოეთ იტალიაში, ემილია – რომანიის რეგიონში მოსწავლეებსა და მშობლებს კორონავირუსზე ტესტირების უფასოდ ჩატარება აფთიაქებში მომავალი კვირიდან შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა corriere.it ავრცელებს.

 

„მომავალი კვირის დასაწყისში ხელი მოეწერება შეთანხმებას და ძალიან მალე შევძლებთ დავიწყოთ მომავალი მოქმედებები მოსწავლეებსა და მათ ოჯახებში ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

 

აგრეთვე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ზოგადი პრაქტიკის ექიმებთან, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას შემოწმების მეორე ეტაპის შესახებაც“, – განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში რეგიონულმა მრჩეველმა რაფაელე დონინიმ.

 

ჯანდაცვის მრჩეველის განცხადებით, ტესტირება უფასო იქნება სკოლის პერსონალისთვისაც.

 

„ეს დაცვის და პროფილაქტიკის დამატებითი, არასავალდებულო ქსელია, რომელსაც ჩვენ დავნერგავთ რეგიონის ტერიტორიაზე“.

 

მისივე თქმით, ოქტომბრის შუა რიცხვებში, ერთი თვით ადრე, ვიდრე გასულ წელს, რეგიონში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია დაიწყება.

 

„გასულ წელს რეგიონში გრიპის წინააღმდეგ 800 ათასი მოქალაქე აიცრა, წელს 1,4 მლნ დოზა ვაქცინა შევიძინეთ.  თუ ყველა დოზას გამოვიყენებთ, რეგიონის მოსახლეობის მესამედი გრიპზე აცრილი იქნება. ეს აბსოლუტური რეკორდია“. განაცხადა რაფაელე დონინიმ.

 

ვინ არის ქართველი მოდელი, რომელიც Audi-ს ახალი რეკლამის მთავარი გმირია (ვიდეო - ფოტოები)
2020-09-19ვინ არის ქართველი მოდელი, რომელიც Audi-ს ახალი რეკლამის მთავარი გმირია (ვიდეო - ფოტოები)
ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +