
ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის მკვიდრი გოგა კალანდაძე, ბახმაროდან ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი ხეს შეეჯახა. ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. გოგა დედისერთა გახლდათ.
რამდენიმე საათით ადრე, მან თავის Facebook-ზე ბახმაროში გადაღებული ფოტოები ატვირთა.
შს-მ გამოძიება 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი