13:46 | 2020-05-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ჩოხატაურში დაუდგენელმა პირებმა საზოგადოებრივ ცენტრში ბანკომატი ააფეთქეს

ჩოხატაურში საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, დაუდგენელმა პირებმა საზოგადოებრივ ცენტრში არსებული ბანკომატი ააფეთქეს. შემთხვევა სოფელ კოხნარში გუშინ ღამით მოხდა.

 

ჩოხატაურში სავარაუდოდ, საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში აფეთქება მოხდა
2020-05-23ჩოხატაურში სავარაუდოდ, საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში აფეთქება მოხდა

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

წყარო: „გურიანიუსი“

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X