10:16 | 2020-04-20 ავტორი: Prime Time

ჩხოროწყუში მამაკაცმა მეზობელი დაჭრა, დას კი თავში ჭიქა ჩაარტყა

ჩხოროწყუში მამაკაცმა მეზობელი დაჭრა, დას კი თავში ჭიქა ჩაარტყა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 35 წლამდე მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელი, სავარაუდოდ, დანით დაჭრა.

 

როგორც თვითმხილველი აცხადებს, ორივე პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო სახლში მობრუნებულმასაკუთარ დას თავში ჭიქა ჩაარტყა.

 

მისი თქმით, ახალგაზრდა კაცისგან ეს ძალადობის პირველი შემთხვევაა არაა და მშობელზეც იძალადა.

 

ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავებმა წუხელ დააკავეს.

 

დაჭრილი ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის, დავით ჯანაშიას ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა კისრის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული. მისი ინფორმაციით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

„29 წლის მამაკაცი კისრის არეში ჭრილობით 19 აპრილს შემოიყვანეს. ჩაუტარდა ოპერაცია, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა დავით ჯანაშიამ.

 

გამოძიება დაწყებულია 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X