13:27 | 2020-03-25 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ჩიქოვანი: პოლიციამ და სამხედროებმა  ეფექტურად იმუშავეს

ჩიქოვანი: პოლიციამ და სამხედროებმა  ეფექტურად იმუშავეს

ძალიან ეფექტიანად იმუშავეს, როგორც სამართალდამცავებმა, ასევე სამხედროებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე  განაცხადა.

 

მისივე თქმით, სიტუაცია ბოლნისსა და მარნეულში დღეს უკვე მშვიდია.

 

„საგანგებო რეჟიმი მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებულია მხოლოდ და მხოლოდ 48 საათია.

 

თავიდან იყო გარკვეული სირთულეები, რომელიც დაკავშირებული იყო მოსახლეობის ინფორმირებულობასთან, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ დღეს ეს არის აღმოფხვრილი.

 

ძალიან ეფექტიანად იმუშავეს, როგორც სამართალდამცავებმა, ასევე სამხედროებმა. სრულად არის უზრუნველყოფილი იზოლაცია და ასევე საზოგადოება არის სრულად ინფორმირებული სიტუაცია ამ ორივე რაიონში არის მშვიდი.

 

ჩვენი თანამოქალაქეები ამ ორივე რაიონში მშვიდად ეპყრობიან იმ ვითარებას, რაც არის დღეს მარნეულსა და ბოლნისში. აქვე მინდა მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო, ეს ზომები არის აუცილებელი თითოეული მათგანისთვის და მთლიანად, მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის,“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

 

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 ადამიანი იმყოფება.

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ სპეციალისტების რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:

 

 

 

 

 

 

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

ნახეთ, რა (არ) შეიზღუდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები