13:25 | 2020-03-29 ავტორი: Prime Time

ჩინეთში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას არ გამორიცხავენ

ჩინეთში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას არ გამორიცხავენ

ჩინეთში არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა ეპიდემიის ახალ ტალღაში მოექცევა.

 

ეროვნული ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენელი მი ფენი მოსახლეობას ეპიდემიის ახალი გავრცელების საშიშროების შესახებ აფრთხილებს.

 

მი ფენის თქმით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ დედაქალაქია და საზღვარგარეთიდან შემოტანილი შემთხვევების რაოდენობის ზრდა მეორე ტალღის რისკს ზრდის.

 

ასევე ჯანდაცვის ეროვნული კომისიის პრესსპიკერის განცხადებით, საზღვარგარეთიდან შემოსული შემთხვევების რაოდენობა ჯამში 693-ს შეადგენს.

 

მანამდე კი ჩინეთის სასუნთქი გზების დაავადებების კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორის, შონგ ნენშენის თქმით, თუ დაზარალებული ქვეყნები საკმარის ზომებს დროულად მიიღებენ, შესაძლოა, ეპიდემია ივნისში დასრულდეს.

 

თუ ქვეყნები პანდემიას და მის მიერ გამოწვეულ ზიანს სათანადო ყურადღებას არ მიაქცევენ და მას სრული ძალისხმევით არ შეებრძოლებიან, ის, შესაძლოა, უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს,- განაცხადა დირექტორმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა უფრო მაღალია, ვირუსი შედარებით ნაკლებად აქტიურია.

 

შონგი ცნობილია თავისი ნაშრომებით SARS-ის კორონავირუსის შესახებ. მას ასევე ნავარაუდები ჰქონდა, რომ ვირუსი ჩინეთში პიკს შუა ან გვიან თებერვალში მიაღწევდა, აპრილის ბოლოს კი, მისი თქმით, ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდებოდა.

 

შეგახსენებთ,რომ გუშინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, კორონავირუსი ეპიდემიად გამოაცხადა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X