12:12 | 2020-09-22 ავტორი: Prime Time

ჩინეთში თუ ერთი პარტიაა, ჩვენ რა ისეთი დამსახურება გვაქვს, რომ 10 და 15 პარტია შევინახოთ – ლევან ვასაძე

ჩინეთში თუ ერთი პარტიაა, ჩვენ რა ისეთი დამსახურება გვაქვს, რომ 10 და 15 პარტია შევინახოთ – ლევან ვასაძე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ქვეყანაში მრავალპარტიულ სისტემას ეწინააღმდეგება და ამის მაგალითად ჩინეთში არსებული ერთმართველობა მოჰყავს.  

 

„არჩევნების შემდეგ გვექნება კალეიდესკოპი 10-15 პარტიის და თურმე ეს ყოფილა კარგი. ამიხსენით, რატომ არის ეს კარგი?!

 

ერთი მაგალითი შეუძლია მომიყვანოს ვინმემ ისტორიიდან, რომ აი ასეთი აჯაფსანდალი და კალეიდოსკოპი… ამერიკას თუ ორი პარტია ჰყავს, ჩინეთს ერთი პარტია და ერთმმართველობა აქვს ოფიციალური, ინტეგრირებული და გამართული, ჩვენ რა ისეთი დამსახურებები გვაქვს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური, რომ შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ და 10, 15 პარტია შევინახოთ და საჭის გარეშე ვიცურავოთ ამ ბობოქარ ზღვაში.

 

შემდეგ ეს ყველაფერი გადაიქცევა ქარვასლად. ნარკომოვაჭრეების პარტია შედის პარლამენტში. რას მოვესწარით წარმოიდგინეთ. ამისთვის ვიბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, რომ 30 წლის თავზე ნარკობარიგები დაგვეჯინა პარლამენტში?!“ – ამბობს ინტერვიუში ლევან ვასაძე.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები