23:08 | 2020-03-20 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ჩინეთმა კორონავირუსი საბოლოოდ დაამარცხა – არცერთი შემთხვევა ბოლო 24 საათში

ჩინეთმა კორონავირუსი საბოლოოდ დაამარცხა – არცერთი შემთხვევა ბოლო 24 საათში

კორონავირუსის აფეთქების შემდეგ პირველად, ჩინეთში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში შიდა გადაცემა არ მომხდარა. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian-ი ავრცელებს.

 

ჩინეთის ჯანდაცვის სახალხო კომისიამ განაცხადა, რომ დარეგისტრირებულია 34 ახალი შემთხვევა, მაგრამ ყველა მათგანი საზღვარგარეთიდან არის შემოსული. ჩინეთში, კონკრეტულად კი პროვინცია ჰუბეიში, სადაც მოხდა აფეთქება, დღეს დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ხოლო ქალაქ უხანში, ვირუსის გავრცელების შემდეგ პირველად ჩაიარა დღემ მსხვერპლის გარეშე.

 

პროვინცია ჰუბეიში თანდათანობით მსუბუქდება შეზღუდვები და იმ რეგიონებში, რომლებიც უკვე უსაფრთხოდ მიიჩნევა, ადამიანებს თავისუფლებად გადაადგილების უფლებას აძლევენ, თუმცა დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრა ჯერ კიდევ აკრძალულია.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X