10:23 | 2020-04-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ჩინეთმა Covid19-ის წარმოშობის შესახებ აკადემიური კვლევების გამოქვეყნებაზე შეზღუდვები დააწესა

ჩინეთმა Covid19-ის წარმოშობის შესახებ აკადემიური კვლევების გამოქვეყნებაზე შეზღუდვები დააწესა

ჩინეთის მთავრობამ ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ აკადემიური კვლევების გამოქვეყნებაზე შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

 

ახალი წესების მიხედვით, კორონავირუსზე ყველა აკადემიური ნაშრომი გამოქვეყნებამდე დამატებით შემოწმებას დაექვემდებარება.

 

ვირუსის წარმოშობის შესახებ კვლევები დამატებით შემოწმებას გაივლიან და ისინი ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დაამტკიცონ.

 

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოდან ჩინელმა მკვლევარებმა კორონავირუსზე კვლევები გამოაქვეყნეს გავლენიან საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალებში.

 

ზოგიერთმა აღმოჩენამ კორონავირუსის ადრეულ შემთხვევებზე, როგორიც არის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პირველი შემთხვევები, კითხვები გამოიწვია ჩინეთის მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით.

 

ახლა კი როგორც, ჩანს ჩინეთის ხელისუფლება გამკაცრდა Covid-19-ის კვლევების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

 

ვირუსი, რომელიც პირველად ჩინეთის ქალაქ ვუხანში პირველად დაფიქირდა 100 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვამ 1 850 807-ს მიაღწია.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X