14:16 | 2021-09-05 ავტორი: Prime Time

ჩინეთი მსოფლიოს ღორის ხელოვნურ ხორცს სთავაზობს – ნახეთ მომზადების ტექნოლოგია და ფასი

ჩინეთი მსოფლიოს ღორის ხელოვნურ ხორცს სთავაზობს – ნახეთ მომზადების ტექნოლოგია და ფასი

ჩინურმა სტარტაპმა CellX ლაბორატორიაში გამოყვანილი ღორის ხორცი წარადგინა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მათი მიზანია, შექმნან ხორცი, რომელიც გარემოსთვის ნაკლებ დამაზიანებელი იქნება და რომელსაც 2025 წლისთვის ნატურალურ ხორცთან კონკურენტული ფასიც ექნება. ინფორმაციას ამ სიახლის შესახებ BM.GE ავრცელებს.

2021-09-11"ვინ არის აnnა?!" - რუსთავი 2-ის ეთერში ელენის შოუს ქართული ანალოგი დაიწყება

 

პარასკევს გამართულ ღონისძიებაზე სტარტაპმა ხორცის გასასინჯად ინვესტორებიც მოიწვია, რომლებმაც შანხაის ლაბორატორიაში გამოყვანილი პროდუქტი დააგემოვნეს. აღსანიშნავია, რომ ღორის ხელოვნური ხორცი შექმნილია ადგილობრივი ჯიშის, ჩინური შავი ღორის უჯრედებისგან.

 

“გემო არც ისეთი კარგია, თუმცა, მთლიანობაში არ არის ცუდი”,- ასე შეაფასა სტარტაპერების ნაშრობი ერთ-ერთმა მიწვეულმა სტუმარმა.

 

კომპანიის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, რა არის ამ დროისთვის ერთი კილოგრამი ხელოვნური ხორცის წარმოების ფასი, თუმცა, აცხადებენ, რომ სტარტაპი ჯერ მხოლოდ ერთი წლილს შექმნილია, 2025 წლისთვის კი კონკურენტული ფასის შეთავაზებასაც შეძლებენ. ექსპერტები აცხადებენ, რომ ზოგადად ხელოვნურად გამოყვანილი ხორცი ჯერჯერობით საკმაოდ ძვირი ჯდება და ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევენ ტრადიციულ ხორცს.

 

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი მსოფლიოში ხორცის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია, რომელმაც გასულ წელს 86 მილიონი ტონა იყიდა, რაც მსოფლიო მოთხოვნის 30%-ს შეადგენს.

 

წყარო: BM.GE

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!