11:30 | 2020-03-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ჩინეთი ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება – ტურისტული ობიექტები ნელ-ნელა იხსნება

ჩინეთი ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება – ტურისტული ობიექტები ნელ-ნელა იხსნება

ჩინეთში კორონავირუსის პანდემიური ვითარების გაუმჯობესების გამო, ტურისტული ობიექტების გახსნა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტურისტებისათვის ნაწილობრივ გაიხსნა „ჩინეთის დიდი კედელი“ და მუშაობა განაახლა ქალაქის ზოოპარკმა.

 

24 მარტიდან ტურისტებს „ჩინეთის დიდი კედლის“ მხოლოდ რამდენიმე ნაწილის დათვალიერება შეეძლებათ.

სამშაბათს ნიღბიანმა ტურისტებმა „ჩინეთის დიდი კედლის“ ნაწილი მოინახულეს. ამისთვის საჭიროა, ადამიანებს ჰქონდეთ ბილეთები და პირადობის მოწმობები, სადაც თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერია.

 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვმა 422 ათასს გადააჭარბა.

 

ვირუსს 19 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 109 ათასი კი გამოჯანმრთელდა.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X