23:55 | 2021-09-06 ავტორი: თამარ გონგაძე

ჩიკამ და ცოტნემ “ჩემი ცოლის დაქალები” დატოვეს – ნახეთ, რატომ და სად წავიდნენ მსახიობები

ჩიკამ და ცოტნემ “ჩემი ცოლის დაქალები” დატოვეს – ნახეთ, რატომ და სად წავიდნენ მსახიობები

სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” მე-18 სეზონს 18 სექტემბრიდან განაახლებს. საყვარელ სერიალს კვირაში ორჯერ იხილავთ.

 

ახალი სეზონის ყურება რამდენიმე პერსონაჟის გარეშე მოგიწევთ. მათ შორის, ორი ძალზედ სახასიათო და “სტაჟიანი” გმირის გამოკლებით.

 

ჩცდ ჩიკამ და ცოტნემ დატოვეს. მსახიობები, ანა ჩირაძე და გიორგი ბახუტაშვილი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გუნდს შეუერთდნენ. ორივე სხვადასხვა მეგაპროქტის წამყვანის ამპლუას მოირგებს.  აი, თუ რომელს, რომელ შოუში ვიხილავთ, ამაზე ოდნავ მოგვიანებით. თვალი ადევნეთ სიახლეებს “პრაიმტაიმზე”.

 

ბუნებრივია, მსახიობების წამოსვლასთან დაკავშირებით იქნებოდა სკანდალები… წყენა… პროდიუსერი ირაკლი საღინაძე კი ამბობს, რომ დანაკლისად არ აღიქვამს, მათ წასვლას, თუმცა მაყურებელი, არა მგონია, ასე ფიქრობდეს.

 

ანა ჩირაძე – ჩიკას როლის შემსრულებელი

 

რაც შეეხება სერიალში მათი გმირების, ჩიკასა და ცოტნეს გაუჩინარებას: ჩვენი ინფორმაციით, ჩიკა კვდება. რაც შეეხება ცოტაშვილს, ეს არის პერსონაჟი, რომელსაც სერიალში ბევრჯერ “დავემშვიდობეთ”, თუმცა ტრანსფორმაციის რამდენიმე ეტაპი გაიარა და ახალ-ახალი დრამით ისევ დაბრუნდა.

 

“იმედიდან” წამოსვლის შემდეგ მღვდლად გამოგვეცხადა, შემდეგ ტროლად დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ მსახიობმა სერიალიდან “წასვლის” ლიმიტი ამოწურა და მას უკან აღარ მიიღებენ.

 

“ფორმულა კრეატივის” პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას ამბობს, რომ არც მსახიობი დანაკლისი არ არის სერიალისთვის.

 

გიორგი ბახუტაშვილი – ცოტნე ცოტაშვილი

 

 

ასევე ნახეთ: თათია შარანგია კორონავირუსს შვილთან ერთად ებრძვის

 

 

ირაკლი საღინაძე: – ორზე მეტმა მსახიობმა დატოვა ჩცდ, მაგრამ არ დავწვრილმანდები, ვინ წავიდა. ეს არ არის არსებითად მნიშვნელოვანი. ანა და გიორგი “რუსთავი 2”-ზე იწყებენ გადაცემებს. ჩვენ ახალ რეალობას შესაბამისად მოვერგებით.

 

– ჩიკას პერსონაჟი კვდებაო, გავიგეთ.

 

– არა, ეგ ჯერ არავინ იცის. მართალია, სცენარი დაწერილია, თუმცა თქვენ უკვე ზედმეტი ინფორმაცია გაქვთ.

 

ირაკლი საღინაძე და ქეთი დევდარიანი

 

– შესაძლოა, რომ სამომავლოდ ეს მსახიობები ისევ დაბრუნდნენ სერიალში? “ბახუტა” არაერთხელ წასულა და დაბრუნებულა უკან…

 

– არსებობს წასვლების რაოდენობა, რომლის იქით, უკვე ვეღარ დავაბრუნებთ მსახიობს. შეიძლება მაყურებლისთვის ეს თემა საინტერესოა, მაგრამ ჩემთვის – არა. ახლა სხვა გამოწვევები გვაქვს, ამიტომ აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად გადართული ვართ იმ მოცემულობაზე, რაც გვაქვს.

 

არ არსებობს არც ერთი გმირი ამ სერიალში, რომლის წასვლაც შეიძლება დანაკლისად აღვიქვათ. ბევრს ეგონა, რომ მის გარეშე არაფერი აღარ განვითარდებოდა, მაგრამ განვითარდა…

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!