19:53 | 2020-06-25 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ჩერჩილის ერთი ბედნერი და ორი უბედური ქალიშვილი

ჩერჩილის ერთი ბედნერი და ორი უბედური ქალიშვილი

უინსტონ ჩერჩილის ერთი ბედნიერი და ორი ძალიან უბედური ქალიშვილი

 

დე გოლი, როგორც მოგეხსენებათ, მგრძნობიარე მამა იყო, სტალინი – მკაცრი, მაგრამ ჩერჩილზე ნაკლები ინფორმაციაა, როგორც მამაზე.

მისი შვილების ისტორიები ტრაგედიული ჟანრისაა და სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს ტრაგედიები მამის მიერ იყო ორგანიზებული.

 

დიანა

უინსტონისა და კლემენტინსის უფროს ქალიშვილს ხშირად დიანა სპენსერ ჩერჩილს ეძახიან (ეს იყო სრული სახელი). ეს გარკვეულ გაუგებრობას იწვევს, რადგან  მხოლოდ ერთ დიანა სპენსერს ვიცნობთ – ლეგენდარული ლედი დი, უელსის პრინცესა, პრინცების – უილიამისა და ჰარის დედა. მართლაც, ჩერჩილის ოჯახი და პრინცესა ერთმანეთთან შორეულ კავშირში არიან. დიანა სპენსერ ჩერჩილი იყო სამეფო ოჯახისგან  სრულიად დამოუკიდებელი ქალი.

 

დიანა რაღაც სასწაულით დაიბადა. უინსტონს ისე იშვიათად ახსენდებოდა თავისი ახალგაზრდა ცოლი, რომ ცოლს მისთვის წერილების დაწერა უხდებოდა: „დღეს შეგიძლიათ, ჩემი საძინებელი მოინახულოთ“. ქმარი კითხულობდა წერილებს გვიან ღამით, სამსახურიდან ან კლუბიდან დაბრუნებული და უფრო ხშირად უგულებელყოფდა მათ. და მაინც, დიანა ნამდვილად ჩერჩილის შვილი იყო. როდესაც იგი დაიბადა, მამამ თქვა, რომ ეს ბავშვი მსოფლიოში ყველაზე ლამაზია. „ჩემი ქალიშვილი – ძალიან მგავს“.

 

სკოლის დამთავრების შემდეგ დიანა შევიდა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში – რაც არ დაუსრულებია.

 

მისი გეგმები შეიცვალა – 23 წლისა მოულოდნელად დაქორწინდა ახალგაზრდა მამაკაცზე, გვარად ბეილიზე. 26 წლისამ ჩაანაცვლა იგი ახალგაზრდა პოლიტიკოსით, დუნგან სენდისით, რომელთანაც სამი შვილი გააჩინა: ბიჭი და გოგონები.

მეორე მსოფლიო ომში სიკვდილს გადარჩენილმა გერმანელმა ტყვემ, წლების შემდეგ საკუთარი ექიმი თელავში მოძებნა
2020-06-05მეორე მსოფლიო ომში სიკვდილს გადარჩენილმა გერმანელმა ტყვემ, წლების შემდეგ საკუთარი ექიმი თელავში მოძებნა

 

ომის დროს, ყველა ბრიტანელმა ქალბატონმა მაქმანიანი ხელთათმანები და მოდური ხელჩანთები შეინახეს და ბრეზენტის ხელთათმანები ჩაიცვეს, დაბომბილი ნანგრევების იოლად გადასარჩევად. ზოგს ექთნის, მეხანძრის, პოლიციელის ან სამხედრო ფორმა ეცვა.

 

ჩერჩილის ქალიშვილებმაც ჩაიცვეს უნიფორმა. დიანა მსახურობდა ქალთა საზღვაო ძალების დახმარების სამსახურის ოფიცრად.

 

მთელი ამ ხნის განმავლობაში – როგორც ომამდე, ასევე ომის დროს და შემდეგ  დიანას დეპრესია ჰქონდა.

 

1960 წელს, მეუღლესთან დაშორების შემდეგ, დიანა დაუკავშირდა სამარიტულ საზოგადოებას, რომელიც მუშაობდა თვითმკვლელობისკენ მიდრეკილ ხალხთან.

 

მრავალი წლის განმავლობაში ის იღებდა ბარბიტურატს და ერთხელაც დალია მთელი ფლაკონი. პოლიციამ განაცხადა, რომ ეს შემთხვევითი არ ყოფილა. დიანა სპენსერ ჩერჩილმა შეგნებულად მოიკლა თავი.

 

დიანას ერთ-ერთი ქალიშვილი, ედვინი, საკმაოდ ცნობილი მოქანდაკე გახდა.

 

სარა

ჩერჩილის მეორე ქალიშვილის სრული სახელი იყო სარა მილისენტ ჰერმიონა. დიახ, ეს სახელი სპეციალურად არ მოუგონიათ ჰარი პოტერისთვის – ბრიტანელები მას იყენებდნენ გარკვეულ წრეებში, მაგრამ არც ისე ხშირად.

 

იგი დაიბადა პირველი მსოფლიო ომის პირველ წელს და ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა. მოზარდობის ასაკამდე პრესტიჟულ სკოლაში დადიოდა, შემდეგ სხვა პრესტიჟულ სკოლაში გადავიდა, რომელიც მოზარდებისთის იყო განკუთვნილი.

 

შემდეგ მსახიობობითაც დაინტერესდა და გახდა კიდეც. მამა ალბათ ვერც წარმოიდგენდა ამას, რადგან როდესაც სარა დაიბადა – 1914 წელს, ეს პროფესია ქალბატონისთვის ძალიან შეუფერებლად მიიჩნეოდა.

 

დიანას მსგავსად, სარა ადრე დაქორწინდა, ოცდაორი წლისა. მისი რჩეული, კომიკოსი ვიკ ოლივერი, რბილად რომ ვთქვათ, არ მოსწონდა სიდედრ-სიმამრს. მიუხედავად ამისა, მათი ქორწინება ცხრა წელიწადს გაგრძელდა და ომის შემდეგ მოირყა.

 

სარა 25 წლის იყო, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. მან ავიაციაში სამსახური არჩია. მიუხედავად იმისა, რომ ქმრის გვარით მსახურობდა, ყველამ კარგად იცოდა, რომ ის ჩერჩილის ქალიშვილი იყო.

 

ომის დასასრულ სარას ამერიკის ცოლიანი ელჩი შეუყვარდა. მათი რომანი ცუდად დასრულდა. სარა ქმარს გაშორდა, ელჩმა კი თავი მოიკლა.

 

ცოტაოდენი გლოვის შემდეგ სარა ისევ დაქორწინდა. მშობლებს მეორე ქმარიც ისევე არ მოსწონდათ, როგორც პირველი და ამას ღიად აუბნებოდნენ კიდეც.

 

მაგრამ სწორედ ამ დროს მიხედა სამსახიობო კარიერას. ის თამაშობდა პირველი ქორწინების დროსაც, მაგრამ ყველა მისი დასამახსოვრებელი როლი მეორე ქორწინებაშის დროს ეკუთვნის.

 

მათგან ყველაზე ცნობილია მოცეკვავე ანა, ამერიკულ კომედიაში, „სამეფო ქორწილები“. მაგრამ ამავე დროს მას დაეწყო სერიოზული პრობლემები ალკოჰოლთან. ასევე ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული მისი ძმა, რანდოლფიც.

2020-06-24"ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა მეგონა ქვეყანა დაინგრა" - 90 წლის გულიკო ჩაფიძე ცხოვრების მძიმე პერიოდზე

 

8-წლიანი ქორწინების შემდეგ, სარა დაქვრივდა და მესამედ დაქორწინდა იმ კაცზე, რომელიც მამასა და დედას მოსწონდა. დაბოლოს, როგორც იქნა, შეწყვიტეს მისი დაცინვა, რადგან ახლა მისი ქმარი იყო ბარონი ოდლი – შესაფერისი ადამიანი.

 

ბარონი ერთ წელიწადში გარდაიცვალა და მალევე გამოიკვეთა მეოთხე ქმარი, ჯაზმენი და აფროამერიკელი. ორივე გარემოებამ ჩერჩილი შოკში ჩააგდო, გაბრაზდა და მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქორწილი ჩაშლილიყო. ამან მხოლოდ გაამძაფრა მისი მეორე ქალიშვილის დეპრესია და ალკოჰოლიზმი.

 

ამის შემდეგ, სარამ სამუდამოდ მიატოვა მცდელობები თავისი ცხოვრების მოსაწყობად. სამსახიობო კარიერაც მიატოვა და ნელნელა ჩაქრა. მან უფრო მეტხანს იცხოვრა, ვიდრე მისმა დამ, დიანამ. 67 წლისა გარდაიცვალა, მაგრამ მისი წრის ქალისთვის ეს ასაკი მუხუცებულობის  არ იყო. ამიტომ ამბობდნენ, რომ ის სასმელმა მოკლა.

 

მერი

მერი ჩერჩილის ერთადერთი ასულია, რომლის ცხოვრებაც მეტ-ნაკლებად წარმატებით დასრულდა. იგი გახდა ცნობილი როგორც მრავალი წიგნის ავტორი, ჩერჩილის ოჯახის შესახებ; ბევრს მიაჩნია, რომ წერა მისთვის ფსიქოთერაპია იყო. ომის დასაწყისში მერი საშუალო სკოლის მოსწავლე იყო, ამიტომ სამხედრო სამსახურში არ აიყვანეს.

 

ომის შემდეგ იგი დაქორწინდა ახალგაზრდა კონსერვატორ პოლიტიკოსზე, ქრისტეფორე სოუმზე და ხუთი შვილი გააჩინა.

 

მთელი ცხოვრების განმავლობაში იგი დაკავებული იყო სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობით და ბედნიერად ცხოვრობდა 89 წლამდე.

 

ლედი სოემსი 2014 წელს გარდაიცვალა. მისი შვილები წარმატებულები არიან. ალბათ ამ ყველაფრის მთელი საიდუმლო ისაა, რომ მერისა და კრისტოფერს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +