17:05 | 2020-08-05 ავტორი: თეონა ყაჭიური

ჩემზე საქმეს კერავენ, მირჩიეს, რომ წავიდე შვედეთში – თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბიჭი

ჩემზე საქმეს კერავენ, მირჩიეს, რომ წავიდე შვედეთში – თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბიჭი

თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბაჩანა ლობჟანიძე ამბობს, რომ იგი საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და შესაძლოა, თავშესაფარი შვედეთში მოითხოვოს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ისაუბრა.

 

როგორც იგი აღნიშნავს, შესაძლოა მას სახლის წინ კამერების დაყენებაც დასჭირდეს.

 

„არ ვგრძნობ არანაირად თავს დაცულად იმიტომ, რომ მე მქონდა პრივატული საუბრები, მირჩიეს, რომ წავიდე შვედეთში. მე ამ საქმეს აქედან ვერ მოვიგებ. შეიძლება კამერები დავაყენო ჩემი სახლის არეალთან.

 

მე ეჭვს მიჩენს, რომ შეიძლება ჩემზე საქმეს კერავენ თვითონ, არ ვიცი ვინ „კერავს“, იმიტომ, რომ ჩემი მობილურია იქ, ჩემი პირადი ინფორმაციაა და ზოგადად, მე მაქვს ადმინისტრაციული კოდექსით უფლება, რომ გავიგო, რას ფიქრობს ჩემზე სახელმწიფო, რა ინფორმაცია აქვს ჩემზე სახელმწიფოს. ასევე იქ მიდევს ჩიპი, რომელიც 120 გიგაბაიტია და იქ სხვა მონაცემებიც მაქვს“,- განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა. ცნობილი ხდება, რომ პირი, რომელზეც ბაჩალიაშვილის დედა საუბრობს ბაჩანა ლობჟანიძეა.

 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები