21:57 | 2020-08-11 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ჩემთვის მთავარია ბავშვი გადავარჩინო!” – ლევან თოფაძე საოპერაციოდ საზღვარგარეთ მიჰყავთ

“ჩემთვის მთავარია ბავშვი გადავარჩინო!” – ლევან თოფაძე საოპერაციოდ საზღვარგარეთ მიჰყავთ

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ამის შესახებ, “პრაიმტაიმს” ბიზნესმენმა განუცხადა.

 

მისი თქმით, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ლევან თოფაძე სამართალდამცავებს საკუთარ სახლში გამოეკითხა.

 

“უკვე 3-4 საათია ლევანისთან მოვიდნენ პოლიციელები და კითხავენ. ცუდად არის ბავშვი, ვერ დადის და ამიტომ მოვიდა პოლიცია აქ. მარცხენა ფეხი ხომ დაზიანებული აქვს?

 

არ არის გამორიცხული ლევანს მეორე ოპერაცია დასჭირდეს. სამი ექიმი ვნახე უკვე და შეიძლება ბავშვი გერმანიაში ან ისრაელში წავიყვანო საოპერაციოდ.

 

– ცნობილია, რომ ნინო ჟვანიას შეხვდით, ბოდიშის მოსახდელად მოვიდა თქვენთან თუ შერიგდით?

 

– ჯერ მაგისთვის არ მცალია. არაფერზე არ მილაპარაკია ნინოსთან, ჩემთვის მთავარია ბავშვი გადავარჩინო.

 

გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე რამდენიმე დღის წინ, ზურაბ ჟვანიას ვაჟმა ბუსა ჟვანიამ დაჭრა, დაპირისპირება გოგონას გამო მოხდა და ჟვანია ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +