13:41 | 2021-07-03 ავტორი: Prime Time

ჩემთვის დიდი პატივი იყო, იმედია იამაყეს – საქართველოს ჰიმნის სამხრეთაფრიკელი შემსრულებელი (ვიდეო)

ჩემთვის დიდი პატივი იყო, იმედია იამაყეს – საქართველოს ჰიმნის სამხრეთაფრიკელი შემსრულებელი (ვიდეო)

სამხრეთაფრიკელმა მომღერალმა, მარიჩან ლუიტერსმა, რომელმაც 2 ივლისს, სამხრეთ-აფრიკისა და „ბორჯღალოსნების“ დაპირისპირების დაწყებამდე, საქართველოს ჰიმნი შეასრულა, სოციალურ ქსლეში პოსტი გამოაქვეყნა.

 

„რამდენიმე ფოტო გადავიღე, ვიდრე პირდაპირ ეთერში საქართველოს ჰიმნს, „თავისუფლებას“ ვიმღერებდი. ჩემთვის დიდი პატივი იყო, მივსალმებოდი მოთამაშეებს სამხრეთ აფრიკაში და მათ მშობლიურ ენაზე მემღერა. იმედი მაქვს, ისინი ამაყობდნენ, როცა მათ ჰიმნს ვასრულებდი”, – წერს მომღერალი.

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!