fbpx
23:40 | 2020-06-24 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ჩემს ცხოვრებაში ახლა არის ორი მთავარი მამაკაცი” – ეკა კვალიაშვილის პასუხი საზოგადოებას

“ჩემს ცხოვრებაში ახლა არის ორი მთავარი მამაკაცი” – ეკა კვალიაშვილის პასუხი საზოგადოებას

ეკა კვალიაშვილმა ჟურნალ „თბილისელებს“ იმიჯის ცვლილებასთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა. მომღერალმა მკვეთრად შეიცვალა ვარცხნილობა და საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება.

 

ეკა კვალიაშვილი:

მათ პირს შაქარი, ვინც ასე ფიქრობს, რომ ჩემი იმიჯის ცვლილება საყვარელ მამაკაცს უკავშირდება (იცინის). არ დაგიმალავდთ, ახლა ნამდვილად არავინ დგას ჩემ გვერდით. სხვა გეგმები და საქმეები მაქვს, სერიოზულ პროექტზე ვფიქრობ. ჩემს საქმეებს უნდა მივხედო, ჩემი პროექტის რეალიზებაზე ვარ გადართული.

 

2020-04-30"დილიდან დიეტაზე ვარ! მაგრამ უმოძრაოდ რას ვიზამ" - ეკა კვალიაშვილი შიშობს, რომ თვითიზოლაციაში წონაში მოიმატებს

 

არ ვთვლი, რომ პირად ცხოვრებაში წარუმატებელი ვარ. წარუმატებელი და საწყალი ის უფროა, ვისაც ცხოვრებაში სიყვარული არ ღირსებია. არაფერს ვნანობ, არ მაინტერესებს, რას იტყვის ხალხი. იტყვიან და გაჩუმდებიან.

 

ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ჩემს ცხოვრებაში ახლა არის ორი მთავარი მამაკაცი – ჩემი შვილიშვილები. მათ „ვაბანავებ“ დიდი დოზით სიყვარულში, რაც ჩემშია.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X