14:28 | 2020-06-16 ავტორი: თამთა თორდია

ჩემს შვილს დასცინიან დედაშენი მათხოვარიაო… – ვინ არის ქალი ვის უმძიმეს ცხოვრებაზეც ფილმს იღებენ 

ჩემს შვილს დასცინიან დედაშენი მათხოვარიაო… – ვინ არის ქალი ვის უმძიმეს ცხოვრებაზეც ფილმს იღებენ 

„პრაიმტაიმი“ ესაუბრა ქალს, რომელიც შვილთან ერთად უმძიმეს გაჭირვებაში ცხოვრობს და მათ მძიმე ცხოვრებაზე ფილმსაც კი იღებენ. 

 

ჟანა ვახტანგიშვილი, რომელიც მარტოხელა დედაა ყვება, რომ მის შვილს ხშირად დასცინიან თანატოლები და ეუბნებიან, რომ დედა მათხოვარი ჰყავს.

 

ამ ქალის უმძიმეს ცხოვრებაზე ფილმს იღებენ, ის ყველაზე გაჭირვებულებს შორის აარჩიეს
2020-06-14ამ ქალის უმძიმეს ცხოვრებაზე ფილმს იღებენ, ის ყველაზე გაჭირვებულებს შორის აარჩიეს

 

„მე და ჩემი შვილი ვცხოვრობთ უმძიმეს გაჭირვებაში. რაც ბავშვთა სახლიდან გამოვედი მაგ დღის მერე ღამეს ხან სად ვათევ და ხან სად.

 

ძალიან ცუდ დღეში ვარ, არავინ მყავს საერთოდ. ბავშვთა სახლში გავიზარდე, მერე – ქუჩაში.

 

მთელი ცხოვრება გაჭირვების მეტი არაფერი მინახავს. ავად ვარ გულის მანკი მაქვს და დიაბეტი, ორჯერ ინფარქტი გადავიტანე ამდენი ნერვიულობისგან.

 

ბავშვიც არ არის ჯანმრთელი, ფაქტობრივად ქუჩაში გაიზრდა, ძირითადად სულ მშიერია. გული წაუვიდა ერთხელ შიმშილისგან.

 

ვერც ვმათხოვრობ, მერე ბავშვს დასცინიან, დედაშენი მათხოვარიაო, და ტირის ხოლმე.

 

ადრე ერთი პატარა ოთახი მქონდა ჩემი, მაგრამ აღარ მაქვს. ბავშვის გამო გავყიდე. არ იყო კარგად პატარაობიდან, ქუჩაში გავზარდე ახლაც იმდენი გამოკვლევა სჭირდება.

 

ერთადერთი  რაზეც ვოცნებობ ისაა, რომ პატარა ჩემი ჭერი მქონდეს და ვიცოდე გარეთ არავინ გამაგდებს. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ვარ ძალიან ცუდად და მინდა გადავრჩე, რომ ჩემს შვილს მივხედო, რადგან ვიცი, მას ჩემსავით არავინ მიხედავს“, – განაცხადა ჟანამ „პრაიმტაიმთან“.

 

ჟანა კეთილს ადამიანებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ სწორედ მათი შეგროვილი თანხით 1 თვის ქირა გადახდილია.

 

„მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი მაქვს, მხოლოდ მათი თანადგომა გადამარჩენს“- აცხადებს ჟანა.

 

დახმარების მსურველებს: ჟანას ტელეფონის ნომერი: 558375151

ანგარიშის ნომერი: GE52TB7083345063600031

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

X