23:08 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

ჩემს შვილიშვილებს ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში – ამირან გამყრელიძე

ჩემს შვილიშვილებს ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში – ამირან გამყრელიძე

ჩემი რამდენიმე შვილიშვილი სკოლის მოწაფეა და მაქვს ეს პრობლემები ოჯახშიც – რატომ არ წავედით სკოლაში, რატომ არ გვიშვებ – ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში,- ამის შესახებ რუსთავი 2“-ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა.

 

გამყრელიძის თქმით, სტუდენტებისა და მოსწავლეების მობილობის ზრდა ვირუსის ახალი შემთხვევების მსგავსი რაოდენობის ფონზე მიზანშეუწონელია.

ზოოპარკში ყველა გამყიდველი იცნობს, შვილიშვილებთან ყოფნა უყვარს  - ნიკა გამყრელიძე მამაზე
2020-05-06ზოოპარკში ყველა გამყიდველი იცნობს, შვილიშვილებთან ყოფნა უყვარს - ნიკა გამყრელიძე მამაზე

„ჩემი რამდენიმე შვილიშვილი სკოლის მოწაფეა და მაქვს ეს პრობლემები ოჯახშიც – რატომ არ წავედით სკოლაში, რატომ არ გვიშვებ – ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში.

 

მოგეხსენებათ, საქართველოში სწავლას იწყებდა 120-140 ათასი სტუდენტი და ნახევარ მილიონზე მეტი სკოლის მოწაფე.

 

ეს არის ძალიან დიდი მობილობის ზრდა რამდენიმე დღეში. ჩვენ კარგად ჩავაბარეთ გამოცდა ეროვნულებზე, ახლა მართალი გითხრათ, როცა ზრდა გვქონდა ბოლო 6 დღის განმავლობაში, ასეთი დიდი მობილობა ცოტა შემაშფოთებელი იყო, დიდი მასა ამ 6-7 ქალაქშია, ამიტომ დისტანციურ სწავლებაზე ორკვირიანი გადასვლა მიზანშეწონილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

იხილეთ ვიდეო

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X