22:28 | 2020-07-30 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ჩემს მეუღლეს პროკურორი რეანიმაციაში შეუვარდა” – ანანიაშვილთან დაპირისპირებული ძებნილი ხელოვანი პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვს

“ჩემს მეუღლეს პროკურორი რეანიმაციაში შეუვარდა” – ანანიაშვილთან დაპირისპირებული ძებნილი ხელოვანი პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვს

ცნობილი ქართველი ბალეტმეისტერი თამაზ ვაშაკიძე, ათ წელზე მეტია დევნილობაში იმყოფება. ის ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. როგორც ამბობს, ხშირად აკავებს პოლიცია იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მასზე ძებნა გამოცხადდა.

 

თამაზ ვაშაკიძის დევნილობაში ყოფნა რთული აღმოჩნდა, რესპრესიები საქართველოს შემდეგ რუსეთშიც შეეხო. ბალეტმეისტერს სურს საკუთარ სამშობლოში დაბრუნდეს, რისთვისაც დახმარებას სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პროკურატურას სთხოვს.

 

– ბატონო თამაზ, გვიამბეთ თქვენი ისტორია…

 

– 2005 წელს მოწვევა მივიღე ჩაიკოვსკის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან, სადაც შედგა ჩემი სპექტაკლის „დიდი ვალსი“ მსოფლიო პრემიერა. წარმოდგენა 2005 წლის 10 ოქტომბერს გაიმართა რუსეთში, სწორედ მაგ პერიოდში რამდენიმე დღის გაჩენილი იყო ჩემი შვილი, რომლის დაბადებას სირთულეები ახლდა თან, იდგა ბავშვის და დედის გადარჩენის საკითხი, რის გამოც მეუღლე რეანიმაციაში მოათავსეს.

 

მზადებას დავიწყებთ არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად - ირინა სარიშვილი
2020-07-30მზადებას დავიწყებთ არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად - ირინა სარიშვილი

 

პროკურორი დავით მგელაძე პირდაპირ რეანიმაციაში მივიდა მასთან და მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაკითხა. ჰკითხა, სად არის თქვენი მეუღლეო, რაზეც მან უპასუხა, თქვენც ძალიან კარგად იცით სადაც არის, მე რატომ მეკითხებითო, ასე დამიბარეს პროკურატურაში.

 

პროკურატურაში ჩემი დაბარების შესახებ მოსკოვში გავიგე, ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს არ წახვიდეო, მაგრამ მართალი კაცი ვიყავი, რა მქონდა დასამალი?! ჩემი ფეხით მივედი გამომძიებელთან, რაღაც ბრალდების მუხლები გამაცნო და მითხრა, ან ციხეში წახვალ, ან 100 000 ლარს გადაიხდი გირაოს სახითო. ვერც ერთს გავაკეთებდი და ვერც მეორეს.

 

– რას გედავებოდნენ?

 

– მედავებოდნენ თითქოს ვახტანგ ჭაბუკიანის სასწავლებელში მუშაობის დროს, ჩავიდინე ფინანსური დანაშაული. ვუთხარი, ფიზიკურად არ ყოფილა სასწავლებელში 30 000 დოლარი და საიდან უნდა ამეღო-მეთქი.

 

მაკა ასათიანი 6 თვის შვილიშვილთან ერთად - რა ფოტოს აქვეყნებს დიზაინერის რძალი
2020-07-30მაკა ასათიანი 6 თვის შვილიშვილთან ერთად - რა ფოტოს აქვეყნებს დიზაინერის რძალი

 

ან დანაშაულს თუ ჩავდიოდი, ყოველთვის მამოწმებდნენ შესაბამისი სამსახურები და რატომ არ აღმოაჩინეს-მეთქი, მოკლედ ბრალს არ ვაღიარებდი. თუმცა პროკურატურას შევთავაზე, ედინბურგში მაქვს სპექტაკლი, ჩავალ, ჰონორარის სახით 5000 დოლარს ავიღებ, 30 000 დოლარს მეგობრები შემიგროვებენ და გირაოს გადავიხდი, დანარჩენი სასამართლომ დაადგინოს-თქო.

 

ჩატარდა სასამართლო, 7 დეკმებერს მომცეს რუსეთის ვიზა, 8 დეკემბერს ჩავატარე პრესკონფერენცია და 9-ში გავფრინდი მოსკოვში სრულიად უპრობლემოდ.

 

როგორც კი ჩამოვედი აქ, გამომაცხადეს ძებნილად და ვეღარ ვბრუნდებოდი საქართველოში.

 

– გავრცელებული ინფორმაციით, თქვენი კარიერა საქართველოში, ნინო ანანიაშვილთან დაპირისპირებას შეეწირა..

 

– ნინო ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, როდესაც გავიგე, რომ საქართველოში ბრუნდებოდა გამეხარდა. დედამისს ვუთხარი კიდეც, მის დაბრუნებას ვულოცავ საქართველოს-მეთქი. ეთქვა ჩემთვის გვერდით დამიდექიო და დავუდგებოდი.

 

“ოთხი წელია ჩემი შვილი არ მინახავს. მანამდე წელიწადში ერთხელ ვნახულობდი” – თამაზ ვაშაკიძე შვილთან ერთად

 

 

– რა პოზიციაზე მუშაობდით?

 

– მე ვმუშაობდი ვახტანგ ჭაბუკიანის სასწავლებელში 1993 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხოლო 2001 წელს გავხდი სასწავლებლის დირექტორიც. ამ სამსახურიდან 2004 წელს გამათავისუფლეს, პირდაპირ მითხრა გოკა გაბაშვილმა, ხომ იცი ნინო ანანიაშვილი მოდის და სამსახურიდან უნდა წახვიდეო.

 

ნინო დაინიშნა სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხოლო დირექტორი გახდა გრიგოლ ვაშაძის ბიძაშვილი, ზვიად ბაქრაძე, რომელიც ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მოსვლამდე, ბავშვთა კოლონიის დირექტორი იყო.

 

– რუსეთში როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა?

 

– თავდაპირველად კარგად მიდიოდა ყველაფერი, მაგრამ მოულოდნელად ეკატერინბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრში სტატუსი ჩამომართვეს, სარჩელი შევიტანე სასამართლოში და მოვიგე, შემდეგ კი კონტრაქტს ვადა გაუვიდაო და გამათავისუფლეს. აქაც ისე უცნაურად განვითარდა მოვლენები, ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთშიც ხომ არ მომწვდა?

 

ეკატერინბურგიდან მოსკოვში გადავედი, ურთულესი პერიოდი გავიარე, გაჭირვება, სტატუსის დაკარგვა და ამ ყველაფერს ემატება ის, რომ მე ვარ ძებნილი და რუსეთის პოლიცია ხშირად მაკავებს ამის გამო. ესენი თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ როდემდე შეიძლება ასე?!

 

– პრეზიდენტს სთხოვთ შეწყალებას?

 

– იურისტი ავიყვანე, ის ეცნობა საქმის მასალებს და პროკურატურასაც და პრეზიდენტსაც ვთხოვ, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების საშუალება მომცენ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X