fbpx
20:58 | 2020-12-03 ავტორი: თამარ გონგაძე

“ჩემს დაბადების დღეზე სასწრაფო მყავდა… საშინელი ტკივილი მქონდა” – რა შეემთხვა იუბილარ დათო ევგენიძეს

“ჩემს დაბადების დღეზე სასწრაფო მყავდა… საშინელი ტკივილი მქონდა” – რა შეემთხვა იუბილარ დათო ევგენიძეს

2 დეკემბერს დათო ევგენიძე 62 წლის გახდა. როგორც გვითხრა, დაბადების დღე კუჭის ტკივილსა და სასწრაფოს ლოდინში გაატარა. მუსიკოსი გამოტყდა, რომ მისთვის კუჭის ტკივილი უცხო არ იყო, რადგან სექტემბერში ბოჰემური პერიოდი ჰქონდა და შედეგიც მოიმკა.

 

დათო ევგენიძე: – გუშინ სასწარფო დახმარების ბრიგადა მყავდა სახლში, კუჭის შეტევა მქონდა. სამი საათი ისე ძლიერად მტკიოდა, სასწრაფოს გამოძახება დამჭირდა. რაღაც კერძო სასწრაფოს გამოძახება მირჩიეს, რომ მოსულიყო (ახლა ხომ პრობლემაა სასწრაფოს მოსვლა), თორემ გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ძალიან ვიწვალე. მერე გამაყუჩებელი გამიკეთეს და ჩამეძინა. დღეს საერთოდ არ მტკივა.

 

ჩემი ცხოვრების წესს თუ გავითვალისწინებთ, არც არის გასაკვირი, რომ კუჭი მაწუხებს. ხან “ზაპოი”, ხან – რაღაცა. დასამალი რა არის. ამ პერიოდში არა, მაგრამ არის პერიოდები, როცა ვსვამ, როგორც ჩვეულებრივ ყველა ქართველი კაცი. სექტემბერში “ზაოდობაზე” ვიყავი მთიულეთში, სოფლად და იქ ვსვი ხილის არაყი. და ახლა მიწია.

 

– 62 წლის გახდით. ამ ასაკში თავს როგორ გრძნობთ?

 

– 18 წლის ბიჭივით. არ ვიცი, რატომ მაქვს ასეთი განწყობა, ვერ ვხდები. ცხოვრებისეულ დაღლილობას და ნაკლებ ხალისს ვერ ვგრძნობ. ერთი ეგ არის მენატრებიან საყვარელი ადამიანები – დედა, და, ბებია.

 

რითი გაამხნევებთ ამ რთულ დროებაში ადამიანებს?

 

– ღმერთან ახლოს იყვნენ და უფრო იოლად გადალახავენ ყველა განსაცდელს.

ავტორი: თამარ გონგაძე
X