14:18 | 2020-03-13 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის ყველა მატჩი გაუქმდა

ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის ყველა მატჩი გაუქმდა

შემდეგ კვირაში დაგეგმილი ყველა მატჩი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება UEFA-მ გააკეთა.

 

მატჩების ახალ თარიღთან დაკავშირებით კითხვაზე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „შესაფერისს დროს განახლდება თამაშები“.

 

კერძოდ გაუქმებულია ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი, რომელიც 17-18 მარტს იყო დაგეგმილი, ასევე 1/8-ის საპასუხო თამაშები ევროპის ლიგაზე, რომელიც 19 მარტს უნდა გამართულიყო. ასევე გაუქმდა UEFA ახალგაზრდული ლიგის 1/4 ფინალური მატჩი.

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X