00:23 | 2021-09-05 ავტორი: თამარ ბუჩუკური

“ჩემო სიყვარულო, ჩვენი პატარას გამო მაინც როგორ არ დარჩი ამქვეყნად“ – რას წერს 20 წლის ორსული მეუღლეზე, რომელიც მამის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს

“ჩემო სიყვარულო, ჩვენი პატარას გამო მაინც როგორ არ დარჩი ამქვეყნად“ – რას წერს 20 წლის ორსული მეუღლეზე, რომელიც მამის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს

რამდენიმე დღის წინ, 32 წლის კაცი მამის საფლავზე ნახეს გარდაცვლილი. ის ირაკლი ღიბრაძეა.

 

შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღიც. ამის შესახებ „მეგა ტივი“ წერს.

 

გამოცემის ცნობით, არსებობს ეჭვი რომ კაცმა თავი მოიკლა, თუმცა ახლობლებს ამის არ სჯერათ.

 

არაებობს სხვა ვერსიაც, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდა კაცს 300 000 ვალი ჰქონდა, საიდან მხოლოდ 100 000-ის გასტუმრება მოახერხა, რის გამოც ის შესაძლოა მოკლეს.

 

ახალგაზრდა მამაკაცს 20 წლის ორსული მეუღლე დარჩა, მათ რამდენიმე დღის წინ ბავშვის სქესის გაგების ცერემონია ჰქონდათ და გოგოს ელოდებოდნენ.

 

ამ საზარელ ფაქტს სოციალურ ქსელში მისი ორსული 20 წლის ქვრივი ეხმაურება:

 

“ჩემო სიყვარულო როგორ არ შემიცოდე ჩვენი პატარას გამო მაინც როგორ არ დარჩი ამქვეყნად რა გავაკეთო, უსაზღვროდ რომ მიყვარხარ და უზომოდ რომ მომენატრები…

 

როგორ უნდა გნახო ჩემო ერთადერთო 20 წლის ასაკში დამაქვრივე, როგორ გამიმეტე ამ ტკივილისთვის. შენ ხომ სულ მპირდებოდი, ყველაფერს გავაკეთებ უბედნიერესი რომ იყოო, შენ ყველაზე კარგი იყავი ვისაც კი ვიცნობ, ყველაზე კეთილი და ყველაზე ღირსეული.

 

სამწუხაროდ, სწორედ ამან მოგიტანა ეს დასასრულიც. გპირდები, მთელ ჩემს ცხოვრებას შენზე ლოცვას დავუთმობ, შენს შვილს ღირსეულად გავზრდი და შენი ქვრივიც ღირსეულად მოვკვდები. შენ ხარ ჩემი უკანასკნელი სიყვარული, ჩემი სიამაყე, ჩემი უსაზღვრო ბედნიერება და ჩემი უდიდესი ტკივილიც შენ გახდი” – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭის მეუღლე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X