11:37 | 2020-03-24 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ჩემო მარნეულელებო, დარჩით სახლში! ერთად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება – თამაზ ნავერიანი

ჩემო მარნეულელებო, დარჩით სახლში! ერთად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება – თამაზ ნავერიანი

ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, დღეს მარნეული ისევე, როგორც დანარჩენი საქართველოს რეგიონები, დიდი გამოწვევის წინაშეა.

 

უხილავ მტერთან, კორონა ვირუსთან ( COVID-19) ბრძოლა, ცხადია, დიდ რესურსებს მოითხოვს, – ამ შინაარსის პოსტს მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების ყველა ეტაპზე სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა და ახლაც აკეთებს  იმისათვის,  რომ საზოგადოება და თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად იყოს დაცული.

 

„პანიკა, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო, და არც ამის მიზეზები არსებობს, მაგრამ საჭიროა მეტი სიფრთხილე. სიფრთხილე კი ნიშნავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის დაცვას – დავრჩეთ სახლში!

 

მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის მასშტაბური გავრცელება“, – წერს თამაზ ნავერიანი.

 

მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9 ადამიანი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X