fbpx
14:23 | 2020-08-30 ავტორი: Prime Time

ჩემმა შვილმა გაშიფრა სქემა, როგორ მარაგდებოდა იარაღით ყარაბაღის ომი – ბაჩალიაშვილის დედა

ჩემმა შვილმა გაშიფრა სქემა, როგორ მარაგდებოდა იარაღით ყარაბაღის ომი – ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავს. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, გადაკვალიფიცირდეს საქმე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით, დასახელდეს 3 მაღალჩინოსანი, რომელიც ოჯახის აზრით, გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს.

 

თეონა თამაზაშვილი აზერბაიჯანსა და თურქეთს მიმართავს და ახალ ვერსიაზე საუბრობს.

 

„მოვუწოდებ აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობებს, დაინტერესდნენ და საქართველოს მთავრობას მოსთხოვონ იმ სამი მაღალჩინოსანის შესახებ არსებული ფაილები, რომელიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა, ის სქემა თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ამაზე მეტი მტკიცებულება რა უნდათ, როცა პერსპექტიულ ახალგაზრდებს უსპობენ სიცოცხლეს და თქვენი ათასობით ახალგაზრდის სიცოცხლეს დაინდობენ, მილიარდების საშოვნელად?

 

ზუსტად მაგიტომ გადაარიცხინეს ჩემს შვილს მილიონები სხვადასხვა კომპანიებიდან, იმიტომ რომ იარაღის შესაძენად ძალიან ბევრი თანხა სჭირდება. სუს-იც ამიტომ არის ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში,“- განაცხადა თამაზაშვილმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X