fbpx
14:53 | 2020-09-09 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ჩემმა გინეკოლოგმა მომცა 4-დღიანი დიეტა, რომელმაც გადამარჩინა” – ნინო სურგულაძის პირველი საჯარო გამოჩენა ტყუპების გაჩენის შემდეგ

“ჩემმა გინეკოლოგმა მომცა 4-დღიანი დიეტა, რომელმაც გადამარჩინა” – ნინო სურგულაძის პირველი საჯარო გამოჩენა ტყუპების გაჩენის შემდეგ

ცნობილი საოპერო ვარსკვლავი ნინო სურგულაძე  7 ივნისს დედა გახდა. მას ტყუპები ზაქარია და ნატალია შეეძინა, რომლებმაც ბუნებრივია მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს.

 

ორსულობის შემდეგ ნინო სატელევიზიო ეთერში პირველად გამოჩნდა და „იმედის დღეში“ საკუთარი წონის შენარჩუნების საიდუმლო გაამხილა.

 

„სწორი კვება ჩვენს ოჯახში აქტუალურია, ექიმია ჩემი ძმა, ბიოლოგია დედაჩემი. როდესაც ბაზარში მიდიოდა, სილამაზის მიხედვით კი არ ყიდულობდა პომიდორს, ცოტა ჭიანსაც არჩევდა, იმიტომ იცოდა ჯანსაღი იყო.

 

მე როდესაც გავიგე ორსულად ვიყავი, სრული პასუხისმგებლობით მივხვდი, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვიყავი პასუხისმგებელი და ზედმიწევნით სწორად მივყევი გინეკოლოგის რჩევებს.

 

ეს დღეც დადგა- რუსი ქალბატონი 32 წლის შემდეგ ნაპოვნ ქართველ მამას შეხვდა
2020-09-08ეს დღეც დადგა- რუსი ქალბატონი 32 წლის შემდეგ ნაპოვნ ქართველ მამას შეხვდა

 

თავიდან მალევე მოვიმატე 4 კილოგრამი, ჩემმა გინეკოლოგმა მომცა 4 დღიანი დიეტა, რომელმაც გადამარჩინა. ეს იყო სწორი კვება. 3-4 საათში ვიკვებებოდი ზომიერად, პური საერთოდ ამოვიღე რაციონიდან, ვსვამდი ბევრ წყალს და დღეში 4 კილომეტრს დავდიოდი ფეხით, ამ კვების წყალობით, როდესაც მივედი ექოსკოპიაზე, ექიმმა მიტხრა, რა კარგი ხერხემალი აქვთ ბავშვებსო. კი გამიკვირდა, მაგრამ მითხრა, თქვენ არ იცით როგორი ბავშვები მოდიანო.

 

მე მესმის ხალხს უჭირს, მაგრამ არ მოწიონ, არ დალიონ და შეეცადონ ჯანსაღი პროდუქტი მიირთვან.

 

როდესაც სამშობიაროდან დავბრუნდი, ერთი კილოგრამიც კი არ მქონდა მომატებული. მადლიერი ვარ საკუთარი თავის, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი და დავუჯერე. მშობელი ყველაზე რთული პროფესიაა.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X