fbpx
23:03 | 2020-04-16 ავტორი: Prime Time

„ჩემი ცხოვრება იწყება როცა ბავშვები იძინებენ“ – ანუკი არეშიძის კარანტინის დღეებზე უცხოური მედია წერს

„ჩემი ცხოვრება იწყება როცა ბავშვები იძინებენ“ –  ანუკი არეშიძის კარანტინის დღეებზე უცხოური მედია წერს

კარანტინში მყოფი დიზაინერი და თბილისის პირველი ლედი ანუკი არეშიძე უცხოური გამოცემის luisaviaroma.com-ის ყურადღების ცენტრში მოხვდა.

 

არეშიძემ გამოცემასთან კარანტინში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

 

ანუკი არეშიძე ოთხ ვაჟთან ერთად საქართველოში იმყოფება და მთელ დროს შვილებს უთმობს. როგორც მისი ინტერვიუდან ჩანს, მას ძალიან მოენატრა ხალხთან ურთიერთობა და კარანტინის დასრულების შემდეგ ყველა ღონისძიებაზე წავა, სადაც დაპატიჟებენ.

 

– პირველი რას გააკეთებთ, როდესაც ყველაფერი მორჩება?

 

– ყველგან წავალ; მეტროში, ქუჩებში ვივლი. ყველგან რაც შეიძლება ბევრ ხალხთან. ყველას მინდა ვესაუბრო – მეგობრებს, უცნობებსაც კი. ყველა ღონისძიებაზე წავალ, სადაც დამპატიჟებენ.

 

– როგორ ატარებთ დროს კარანტინში?

 

– დილა ჩემი შვილებით იწყება. სანამ ისინი ონლაინ გაკვეთილებს ესწრებიან, მე სახლის საქმეებს ვაგვარებ, ვალაგებ და ვამზადებ სხვადასხვა საჭმელს, აგრეთვე ვამოწმებ მეილებს. ამის შემდეგ იოგის გაკვეთილებს ვესწრები, რაც ძალიან მიჭირს, რადგან სახლში არ არის სიმშვიდე და ვერ ვკონცენტრირდები.

 

ბოდიში გოგოებო... - რას წერს ანუკი არეშიძე უფროს ვაჟზე 
2020-04-14ბოდიში გოგოებო... - რას წერს ანუკი არეშიძე უფროს ვაჟზე 

 

შუადღისით ვიდრე ბავშვები ეზოში ძაღლებს ეთამაშებიან, მე ისევ ვიწყებ საჭმლის კეთებას. საღამოს კი ყველა ერთად ვიკრიბებით და ფილმებს ვუყურებთ – ფილმების ყურება ერთადერთია, რაც ბავშვებს აწყანრებს.

 

ჩემი ცხოვრება იწყება 22 საათის შემდეგ, როდესაც ბავშვები იძინებენ. ამ დროს ბევრს ვკითხულობ და საყვარელ სერიალს ვუყურებ.

ავტორი: Prime Time
X